"ქართული ოცნება" ევროპის სახალხო პარტიას კატეგორიულ მოთხოვნებს უყენებს
პოლიტიკა - 15:27, 29 Oct, 2015     3363
"კოალიცია ქართული ოცნების" პარლამენტის წევრებმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) განცხადებით მიმართეს. განცხადების ავტორები გიორგი ვოლსკი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და თედო ჯაფარიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპის სახალხო პარტიისგან ითხოვენ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ თავი შეიკავოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევისაგან.

აღნიშნული განცხადება ევროპის სახალხო პარტიას (EPP) პარლამენტიდან 2015 წლის 27 ოქტომბერს გაუგზავნეს. "ნიუპოსტი" წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"ჩვენ ვართ შოკირებულები და დამწუხრებულები ევროპის სახალხო პარტიის აღნიშნული ანგარიშით და რეზოლუციით, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დეზინფორმაცია, უსამართლო და ორივე მხარისთვის, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის ინტერესების დამაზიანებელი.

ვითვალისწინებთ რა ევროპის სახალხო პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ნათესაობას, კოალიცია ქართული ოცნება კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ანგარიშს და მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიას ყურადღება გაამახვილოს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც არსებობს ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პოლიტიზირებული, ან როგორც ჩარევა დამოუკიდებელი სასამართლობის საქმეებში, მათ შორის რუსთავი ორის საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმეში.

რამდენადაც ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას და მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერის ფონზე წააგო არჩევნები ( მიუხედავად უსამართლო უპირატესობისა) და 2012 წელს მთავრობის ფორმირება მოხდა, კოალიცია ქართული ოცნების მიერ, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. მიაღწია პროგრესს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. მოახდინა მთელი მმართველობის სისტემის რეფორმა. მიაღწია საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, მათ შორის მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ასევე ხელისუფლების გამჭირვალობის, კორუფციისგან გათავისუფლების და კარგი მმართველობის თვალსაზრისით.

გაიზარდა პოლიტიკური პლურალიზმი, და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართულმა ოცნებამ ჩაატარა არა ერთი, არამედ ორი ტური თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა.

ჩვენმა რეფორმებმა ფართო აღიარება მოიპოვა მათ შორის ევროკავშირის მიერაც. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და პროგრესზე ევრო-ატლანტიკურ და ევრო ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის პირად მოსაზრებას, რუსთავი ორთან და საბჭოთა დიქტატორ სტალინთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური კოალიცია არის პროდასავლური ღირებულებების ერთგული, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი მომავალი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და ვიცავთ, ეს არის სრულიად საპირისპირო იოსებ სტალინის რეჟიმის ღირებულებებისგან. ჩვენ როგორც ერთა ევროპული ოჯახის წევრები მივისწრფით დემოკრატიული განვითარებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ქართული ოცნების"დეპუტატებმა სახალხო პარტიას გაუგზავნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42