ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ნატოს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის არსებობის აუცილებლობას.
"ნუ შევაფასებთ ვითარებას ისე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკვე დანგრეულია. გასაგებია რომ უკმაყოფილება და ემოციაა, არის გადაცმომები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ერთიანი სივრცე დისკუსიის და ურთიერთობის. საქართველოში არჩევნების მეშვეობით ახალი ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ თანხმობა დასავლური საზოგადოების შენებაზე ამ არჩევნებით მოსულ პარლამენტში ერთმნიშვნელოვნად იქნა დადგენილი. თუ ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, პროდასავლურიც რომ იყოს იტყვის, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არსებობის უფლება, ჩათვალეთ რომ ამ დღიდან იწყება ევროპული ღირებულებების ნგრევა და ჩვენი დასავლეთზე ორიენტაციის რღვევაც. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს გადალახვადია ერთიანი დიალოგის შიგნით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






