სომხეთის უარმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაანაწყენა
პოლიტიკა - 15:25, 29 Oct, 2015     11702
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენების მოხსნის ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც დე ფაქტო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათვამი, „უწყება გმობს საქართველოს განუწყვეტლივ მცდელობებს უარყოფითად იმოქმედოს აფხაზეთის კონტაქტებზე და აღნიშნული ქმედებას აფხაზეთის გარესამყაროსგან იზოლაციად აფასებს.“

აფხაზური მხრის განცხადებით სპორტსმენებს შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს საელჩოს ჩარევის შედეგად აუკრძალეს.

„ღრმა მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი სომხეთში მოხდა - ქვეყანაში, რომელსაც აფხაზეთი მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორაა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან კი შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. სომხეთის ხელისუფლების და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილება რთული გასამართლებელია.“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარ ფაქტ ჟენევის დისკუსიის მორიგ შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი.

თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი სომხეთის დედაქალაქში 21-23 ოქტომბერს ჩატარდა და მასში საქართველოს, ირანის, დაღესტანის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავისუფალი ჭიდაობის სექციის მთავარი ტრენერის, იგორ ბერაიას განცხადებით, მათ დელეგაციას კარგად დახვდნენ, თუმცა მოგვიანებით უთხრეს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა“ ტურნირიდან მოხსნილია, როგორც გაარკვიეს, სომხეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42