„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ გამოიყენებენ დიპლომატიურ სამსახურს პარტიული მიზნებისთვის.
დეპუტატის ინფორმაციით, მთავრობა საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ პარტნიორების მისამართით ყალბი დოკუმენტები დააგზავნონ.
როგორც გიორგი კანდელაკი ამბობს, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ როგორ ანგრევს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ დააგზავნონ ყალბი დოკუმენტები საქართველოს პარტნიორების მისამართით და შეცდომაში შეიყვანოს ისინი. მაგალითად გამოდგება პრემირის ყალბი განცხადება, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. საქართველოში მან შიდა აუდიტორიისთვის გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაში, ხოლო სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაუგზავნეს არარსებული განცხადება, რომლის შინაარსიც შეიძლება შევაჯამოთ ასე, "შემოევლოს ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი თავი. მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტონ პარტიული მიზნებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლის საზიანოდ დიპლომატიური სამსახურის ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






