საქართველოს პრეზიდენტი ნატოს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიულ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად ქვეყანა დემოკრატიას აძლიერებს.
„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ძალიან თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე იმ ადამინების ერთობაა, რომლებიც მუშაობენ და მოღვაწეობენ იმისთვის, რომ შექმნან თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია ერთდროულად გამოხატოს თავისი პოზიციები, შეხედულებები და ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში და ამ სახელმწიფოებრიობის ირგვლივ ვქმნით ჩვენს სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაცულობის და უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც დაცული ადამიანი, საზოგადოება და სახელმწიფოს იდეალების ირგვლივ გაერთიანებული სახელმწიფოს შესახებ. საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმ მიმართულებით, რათა ეჩვენებინა, რომ ეს ჩვენი რეალური იდეალებია. ძალიან რთულ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით, ვაძლიერებთ და ვავითარებთ დემოკრატიას. ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს და რის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიები იქნა ოკუპირებული, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






