„მაინტერესებს : რომ გამოვიდე და ოფიციალურად განვაცხადო, რომ რაღაც კომპანია მილიონ დოლარად ვიყიდე, დოკუმენტურად და ბუღალტრულად კი მხოლოდ 50 000 დოლარის გადახდა მქონდეს დაფიქსირებული, არ დამიჭერენ?“, - დაწერა ჯანგირაშვილმა. მის პოსტს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა.
ქიბარ ხალვაში: „ყველას დაიჭერენ და მეც დამიჭერენ. მაგათთან ერად ჯდომა სამოთხეა“.
ნინო ჯანგირაშვილი: „ღმერთმა დაგიფაროთ ბატონო ქიბარ უბრალოდ მიკვირს, რატომ არ გეშინიათ არაოფიციალური თანხების მიმოქცევაზე ასე ხმამაღლა რომ საუბრობთ“.
ქიბარ ხალვაში: ტყუილს ხომ არ ვილაპარაკებ, ზოგიერთებივით,
ნინო ჯანგირაშვილი: „ეგ კარგია. მაგრამ თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა გაქვთ ამ საქმაში. ეგ მაწუხებს, თორმე თქვენ გისურვებთ თუნდაც ხუთი ტელევიზია გქონდეთ, ხუთივე ერთმანეთზე უკეთესი“.
ქიბარ ხალვაში: „ხელისუფლების მხარდაჭერა რომ მქონოდა აქამდე დავიბრუნებდი. და კიდევ ბევრ რამეს მოვაწყობდი. არ სცალიათ მაგათ სხვისი პრობლემებისთვის. აქამდე რა უშლიდა ხელს მხარი რომ დაეჭირათ?“.
ქიბარ ხალვაში: „და კიდევ პრეზიდენტი გადაირია გუშინ არა მე მოგეხმარებიო“
ნინია კაკაბაძე: „და ეგ 7 მილიონი თქვენ გადაიხადეთ საკუთარი ჯიბიდან?“
ნინია კაკაბაძე: „რამ გაიძულათ ამხელა ფულის გადახდა წამგებიან ბიზნესში?“
ნინო ჯანგირაშვილი: „ბატონო ქიბარ, კარგად ვიცი თქვენი მძიმე ისტორია და მართლა გისურვებთ, რაც უკანონოდ დაკარგეთ, ყველაფერი დაიბრუნოთ. თუმცა გული მწყდება, რომ რუსთავი ორის საქმეში პირადად თქვენ მონაწილეობთ. იმედია თქვენც ნაციონალების მხარდამჭერად და რუსთავი ორის ფანად არ მთვლით. ამიტომ გულწრფელად გეუბნებით: ძალიან საშიში პროცესი მიდის ქვეყნისთვის. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მასაც და ქვეყანასაც ეს საქმე. არ მგონია თქვენც რამეში გჭირდებოდეთ იმიჯის შელახვით დაბრუნებული რუსთავი. წარმატებას გისურვებთ ზოგადად, მაგრამ არა რუსთავი2–ის საქმეში“.
ქიბარ ხალვაში: მე არ ვთვლი ჩემი იმიჯი ამით შეილახება, მე სხვა გზა არ დამრჩა. მარტო ტელევიზია კი არა კიდე ბევრი რამე გამინადგურა პირადად სააკაშვილმა რომლის საკუთრებაშიც არის რუსთავი2 , პლუს რვა წელი ემიგრაცია. არავითარი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია, ნეტა კიდე ბევრ რამეს მივწვდე.
ნინია კაკაბაძე: ბევრი რამე თუ გაგინადგურათ რაღა წამგებიან ბიზნესს მიადექით? თუ ფული არ გაინტერესებთ?
ქიბარ ხალვაში: და კიდევ თუ გავიმარჟვებ დამიჯერეთ , ძალიან მაგარ რამეს გავაკეთებ. და აქ რომ მოქილიკეები არიან, ცხოვრებაში არაფერი არ უკეთებიათ მაგრამ სხვისი საქმის პროფესორები არიან იმათაც არ ექნებათ ბევრი სალაპარაკო.
ქიბარ ხალვაში: წარმატებებს გისურვებთ, და ნუ შეეცდებით სხვისი ნერვების, ბედის და შეცდომების ხარჯზე ძალიან "მაგრობას" ღამე მშვიდობისა, სიკეთეს და წარმატებებს გისურვებთ.
ნინია კაკაბაძე: როგორ არა, მე ვაკეთებდი რუსთავი 2-ზე, კვირის გადცემაში კრიტიკულ სიუჟეტებს თქვენი მფლობელობის დროს და გამომიშვეს
ნინო ჯანგირაშვილი: თუ ბოლო რეპლიკა მე მეხება, გარწმუნებთ, ძალიან მაგრობას კი არა, იმას ვცდილობ, ხელისუფლებამ კიდევ არ აფათუროს ხელი მედიაში და კიდევ ერთხელ არ დაალაგოს თავისი გემოვნების მიხედვით სატელევიზიო სივრცე. მგონი ცოტა უსამართლოა ჩემთვის იმის თქმა, რომ ვინმეს ხარჯზე რამეს ვცდილობ. აღარ მინდა ის განმეორდეს, რამაც ცხრა წელი ყველაზე მძიმედ ჩემს კისერზე გადაიარა. თქვენი საქმის თქვენ იცით. თუმცა არ მესმის, რაში გჭირდებათ აღმასრულებლით და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია.
მანანა ნაჭყებია: მინდა გითხრათ, რომ მე ვესწრებოდი დღეს სასამართლოს და სამარცხვინო ოყო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტი! კაცმა შუბლის ძარღვი გაიწყვიტა. მოგეხსენებათ ვესწრებოდი ხოლმე სასამართლოებს ნაცმოძრაობის დროსაც და თამამად შემიძლია ვთქვა: ერთი ერთში!
ქიბარ ხალვაში: ქალბატონო მანანა, ექსპერტიზამ დაწერა დასკვნა იმ ანგარიშის საფუძველზე რომელიც დაწერა ადამიანმა რომელიც იყოფინასური მენეჯერი. თუმცა ვიღაც უნამუსოები ამტკიცებენ რომ ასეთი კაცი არ არსებობდა. მაშინ ვინ იყო ფინასური მენეჟერი?
მანანა ნაჭყებია: მე არ ვიცი ვინ იყო მენეჯერი, მაგრამ ის კაცი დღეს სამარცხვინო იყო. . მერწმუნეთ.
ქიბარ ხალვაში: თუ ის საბუთი იყო ყალბი რა იყო რეალობა? ხომ ჰქონდათ ადვოკატებს დრო ? რატომ არ წარმოადგინეს. არ წარმოადგინეს იმიტომ რომ ის საბუთი სწორია და არ ასებობდა სხვა დოკუმენტი!!!!! ან დეზინფორმაციის მსხვერპლი ბრძანდებით, ან თვით`ნ გაწყობთ დეზინფორმაციის გავრცელება პოლიტიკური მიზნით.
მანანა ნაჭყებია: მე მაწყობდა და მაწყობს დამოუკიდებელი სამართლი. სასამართლოს ვინ გაიგდებს ფეხქვეშ - ნაცმოძრაობა თუ ოცნება მნიშვნელობა არ აქვს. ყველა სხდომას ვესწრები და ყველაფერს ვაფასებ. გამოცდილება მაქვს საკმაოდ მიღებული. ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. ნუ გიხარიათ დღეს რაც ხდება. ასე გიხაროდათ თავის დროზე მიშა ყველას, ჩვენს გარდა. დღესაც იყავით ფხიზლად, თორემ მერე გვიან იქნება!
ნინო ჯანგირაშვილი: მოკლედ, რუსთავი ორის მფლობელობის საქმე არის ჩახლართული პოლიტიკური თრილერი. ამიტომაც გამოიყურება სასაცილოდ ურთმელიძის პროცესი და იქ წარდგენილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ორი ფარატინა ფურცელი, რაღაც ფრაგმენტებზე მსჯელობა და ამით გადაწყვეტილების გამოტანა, ვის რა ეკუთვნის სინამდვილეში, რეალური გარემოებების და პრედისტორიის სერიოზული შესწავლის გარეშე. ამიტომაც არის ეს პროცესი ფარსი და ცირკი. ძილინებისა. ძალიან არ იჩხუბოთ.
ქიბარ ხალვაში: ურთმელიძის პროცესი არის პოლიტიზირებული მასკარადი მიშას მიერ. თ მართლები არიან და რაიმე სხვა დოკუმენტი ჰქონდათ რომელიც ამტკიცებს რომ აქტივების რაოდენობა იმაზე მეტი არ იყო ვიდრე მე გადამიხადეს წარმოედგინათ, მე გამოვართვი და დავუმალე. ონლინში შეეძლოთ ამოეღოთ და წარედგინათ. რატომ არ გააკეთეს და 6 საათი ილაყბეს? პროკურატურაში დეტალური ჩვენება მივეცი. სამწუხაროა რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია. უბრალოდ საწყენია. ერთ მხარეს რომ იცავ მეორის ხარჯზე. დაიცავით თქვენი ნებაა. ოღონდ მე ზარალს ნუ მომაყებნებთ. კიდე გავიმეორებ სხვის ხარჯზე "კაი ტიპობა" მთლად კარგი არ არის. ნება თქვენია.
ნინო ჯანგირაშვილი: მე რა ზარალს გაყენებთ ბატონო ქიბარ? ემანდ მე არ დამიჯეროს ურთმელიძემ. ჩემს აზრს გამოვთქვამ და თქვენ თუ ამას “კაი ტიპობად“ თვლით, ჩემი პრობლემა არ არის. ნახევარსიმართლეებმა უტირა დედა ამ ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს. მეჩვენება, რომ თქვენც ნახევარსიმართლით ცდილობთ ფონს გასვლას. ამდენი ხანია ვცდილობ პირადად თქვენ არ შეგეხოთ. იმიტომ რომ მართლაც უსამართლოდ დაზარალდით და ბევრი რამ დაკარგეთ. თუმცა ვერ ამიკრძალავთ, ჩემი აზრი ვთქვა.
მასალის გამოყენების პირობები






