რუსთავი 2-ში დიპლომატთა კლუბის წევრები იმყოფებიან. დიპლომატთა კლუბის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.
დიპლომატთა კლუბი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ქართული დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება და ქვეყნის იმიჯის შერყევა არ მოხდეს.
საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრის, მამუკა ჟღენტის, თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან მიიღეს შეტყობინებები, სადაც საუბარია არაკორექტულ მიდგომაზე, "რომელიც ფიქსირდება საქართველოს იმ საელჩოების მიერ, სადაც ელჩები პირველად დაინიშნენ პოლიტიკური ნიშნით, და მთ სისტემაში არ უმუშავიათ, ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს, საუბარია კონკრეტული მმართველი ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე,"-აცხდაებს ჟღენტი.
მამუკა ჟღენტის თქმით, განცხადება შინაარსობრივად არაკორექტულია და ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული.
დიპლომატთა კლუბის წევრი აცხადებს, რომ დიპლომატიურ სამსახურს პოლიტიზირებული საქმიანობა აკრძალული აქვს.
წყარო rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






