გიორგი კვირიკაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, დაისახა მრავალი მიმართულებით ურთიერთობის განვითარების გეგმები.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გერმანის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ძალზედ მნიშვნელოვანი ახალი გზის დასაწყისია, ეს არის ნაბიჯი საქართველოს დაახლოებისა ევროპასთან და გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დაახლოებას“.
მინისტრებმა მიმოიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები. „ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია მათ შორის იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის რეჟიმი გახდეს გამოყენებადი. ამის გარეშე მცირე ბიზნესს არ ექნება საკმარისი ინსტრუმენტი გაეცნოს ევროპის ბაზარს, იქ არსებულ შესაძლებლობებს და იპოვოს პარტნიორები. ამ პროცესში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის მხარდაჭერა. საქართველომ სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი კარგად დაასრულა, ახლა ველოდებით დადებით ანგარიშს და ევროპელი პარტნიორების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“-განაცხადაგერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარება. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე. „მიხარია, რომ გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს და ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას, ასევე მოხარული ვარ, რომ იგი იზიარებს საქართველოს მთავრობის მიდგომას აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და საქართველოში გერმანული ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის კულტურისა და განათლების სფეროებში.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის სამომავლო საქმინობაში. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შტაინმაიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი ერის მეტად დამეგობრების საწინდარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა