გვარამია არ გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2-ის" ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდეს
პოლიტიკა - 21:12, 28 Oct, 2015     2211
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი.

"არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ დაუყონებლივ იქნება აღსრულებაში მიცემული ეს გადაწყვეტილება და ჩვენს ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმს ვიხილავთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადაყვანილები. შესაძლებელია მიიღონ ბრძანება და ამ ბრძანების ობიექტი იქნება რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული და თავისუფალი მომავალი. ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი, მხარი
დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ქვეყნის განვითარებას. დღეს, ხვალ, ზეგ უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავლი გადის რუსთავი 2-ზე ეს ჩვენ არ მოგვიგონია. მოგიწოდებთ შეიკრიბოთ რუსთავი 2-ის ეზოში პირველი საათიდან.

ჩვენ საქმეს იხილავს დაქირავებული ზონდერი, რომელიც აუცილებლად აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს მოგიწოდებთ დაიცვათ სიტყვის თავისუფლება.

ნებისმიერ ვითარებაში ეს არის მოსალოდნელი და ამის რისკი მაღალია. ფორმალური წინაპირობა ამისა შეიძლება გახდეს, მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოწერილი
სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით. მის ყველა გადაწყვეტილებას აპირორი ვიხილავთ როგორც უკანონოს. ჩვენ მივიღებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას და ამ კომპანიაში არ შემოვუშვებთ იმ პირებს, ვინც კომპანიას დაასრულებს და ეთერში დატოვებს იმას, რაც ხელისუფლებას უნდა,"- აცხადებს გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42