პრემიერი პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, რომ სასამართლოსთან მიმართებაში უფრო კორექტულები იყვნენ.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპონენტების კრიტიკას, რომ მთავრობა „რუსთავი 2“-ის პროცესებში ერევა.
მისი თქმით, სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში მიიღოს.
„ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ეს არის ჩემი პოზიცია და მინდა ყველას პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას მოვუწოდო, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ვიყოთ კორექტულები. გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს? ეს არ არის, მეგობრებო, ჩვენი საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






