დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადება ზედაპირული იყო.
როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თოფაძეს „რუსთავი 2“-თან და და სტალინთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დროს „სიტყვა გაექცა“,
"ამის მაგალითია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სტალინთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში თოფაძეს მიადგებოდა, როგორც იმპერიალიზმის აგენტს და კაპიტალიზმის გადმონაშთს, გააკულაკებდა და გააციმბირებდა. ხოლო ჩვენთან და თქვენთან მეორე და მესამე რიგში მოვლენ. ამიტომ არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა. თოფაძეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა მან ცოტა უფრო დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






