თავდაცვის სამინისტრო დღეიდან საქართველოში წარმოებული ხორცის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უწყებამ ივლისში დადო პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარი თანდათანობით სრულად გადავიდოდა ქართულ კვებაზე.
„თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მხოლოდ მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდქუტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივა ერთი მხრივ ქართული ბიზნესსაც დაეხმარება. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, ამავე წლიდან ის საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს. წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზე , რომელიც იწარმოება საქართველოში ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს ქართველი მეწარმეებისთვის“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






