უსუფაშვილმა პარლამენტარებს პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავი მიულოცა
პოლიტიკა - 14:13, 28 Oct, 2015     1168

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კოლეგებს პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავი მიულოცა

„დღეს არის 28 ოქტომბერი, 2015 წელია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზუსტად 25 წელი გავიდა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან. 1990 წელს, 28 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება იმ გარდამტეხი სიახლეების დასაწყებად, რასაც შემდგომ მოჰყვა ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლებები და ბევრი სხვა სასიკეთო რამ. ყველას ერთად, მთელ ქართველ ხალხს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. 25 წელი პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს თარიღი ასევე VIII მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატებს მიულოცა, ვინც 1990 წლის მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და ამ თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად პარლამენტში იგეგმება სპეციალური ღონისძიება. ეს არის თარიღი, რომელიც იმსახურებს აღნიშვნას და ჩვენ ვგეგმავთ ღონისძიებებს ისე, რომ პირველი არჩევნებიდან დღემდე, ყველა პარლამენტის წევრს შევეხმიანოთ და მივულოცოთ ეს დღე. ბოროტად ვისარგებლებ ტრიბუნით და იმასაც აღვნიშნავ, რომ მაშინ, ახალგაზრდა იურისტთა ჯგუფთნ ერთად, მეც მომიწია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის რანგში და მახსოვს, ის პერიპეტიები, რომელიც დღემდე ითვლება როგორც ერთრთი ყველაზე უფრო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის გამარჯვებაც მიულოცა.

„კიდევ მეორე ამბავი მინდა მოგახსენოთ კოლეგებო, რომ 25 წლის თავზე საქართველოს პარლამენტის სახელი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და დღეს მოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პარლამენტის ღიაობის და საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის სამუშაო გეგმა და დანერგა ახალი სტანდარტები, აღიარებულ იქნა მსოფლიო ჩემპიონად. ასე ჟღერს ეს სახელი. მინდა, მოგილოცოთ ესეც. ჩვენი კოლეგა, ქალბატონი თამარ კორძაია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ამ ღონისძიებაზე. სამუშაო ჯგუფი არის მრავალპარტიული. ყველა ფრაქციის წარმომადგენელი ბრძანდებოდით ამ ჯგუფში, ასე რომ ამის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ სტანდარტების ცხოვრებაში დასანერგად“, - დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42