მყარად ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ - "რუსთავი 2"-ის ადვოკატი
პოლიტიკა - 13:54, 28 Oct, 2015     3138
რუსთავი 2-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც ჟურნალისტებს ბიბილაშვილმა განუცახადა, ამის საფუძველს დღეს, პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენება იძლევა.

„სიმართლე გითხრათ, შოთა ივანაშვილის დაკითხვით კმაყოფილი ვარ. შედეგი არის სრულიად ლოგიკური. ამ ექსპერტის დაკითხვის ღირებულება არის ნულის ტოლფასი. ის ეყრდნობა ყალბ დოკუმენტს, რომელიც მას ცალმხრივად მიაწოდა ქიბარ ხალვაშის მხარემ. შესაბამისად, დოკუმენტში არაფერია მხარის განცხადებების გარდა. მას არც ერთი ობიექტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ივანაშვილმა გამოავლინა, რომ მან არ იცის საერთაშორისო საშემფასებლო ტერმინები, როდესაც თქვა, რომ არ არის ვალდებული გადაამოწმოს, თუ ვინ აწვდის ინფორმაციას. მაგალითად, თუ ჩემი კოლეგა დიმიტრი საძაგლიშილი ამ ექსპერტს ეტყვის, რომ ის არის „ჯენერალ მოტორსის“ მფლობელი, ორ გვერდზე დაუწერს რაღაც ციფრებს, ექსპერტი შეუდგება ამ საქმეს და გასცემს დასკვნას „ჯენერალ მოტორსის“ ღირებულებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ტელეკომპანია რ2 ექსპერტის დაკითხვის სრულ ჩანაწერს დღეს საღამოს ეთერში გაუშვებს.

„არანაირი ეჭვი არ დარჩება იმისა, რომ ეს საქმე არის ფარსი. ამ საქმეში არ არსებობს არანაირი ობიექტურობა, რაზეც თეორიულად მაინც შეიძლება დაეყრდნოს მოსამართლე და დააკმაყოფილოს სარჩელი. მყარად ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ“ - დასძინა ადვოკატმა.

ბიბილაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42