"გააგონეთ ხელისუფლების ხმა ხალხს!"- დიმიტრი ხუნდაძე მედიას მიმართავს
პოლიტიკა - 14:01, 28 Oct, 2015     1634
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული მედიის მიმართ სპეციალური განცხადება გააკეთა. გთავაზობთ დეპუტატის განცხადებას უცვლელად:

-„მსურს განცხადება გავაკეთო არა მხოლოდ ბოლო დღეებში, არამედ, ბოლო წლებში ქართულ მედიაში განვითარებულ მოვლენებზე. მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული პატივისცემისა ჟურნალისტების მიმართ, სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვა როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ.

თავისუფლების ის ხარისხი, რაც დღეს საზოგადოების ყველა სფეროში აშკარად იგრძნობა, საამაყოა ჩვენთვის. მთავარია, თავისუფლება თავნებობაში არ გადავზარდოთ.

დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტყვეობაშია.ხალხმა არ იცის რა კეთდება რეალურად საქართველოში, რამდენი ახალი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მცხეთაში ქალაქის მერთან ერთად მოვინახულეთ მიმდინარემშენებარე პროექტები, რომელიც უშუალოდ წინასაარჩევნო დანაპირები იყო: კულტურის სახლი, სპორტული კომპლექსი, მრავალპროფილური საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, ფეხბურთის მოედანი და ასე შემდეგ. სულ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების ახალი პროექტები. რათქმაუნდა, ვთხოვეთ ქართულ ტელევიზიებს, რომ ეს ფაქტი გაეშუქებინათ. მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია იყო წარმოდგენილი.

ასევე, რამდენიმე დღის წინ დუშეთში, დაიწყო როშკა-არხოტის გზის მშენებლობა. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც კავკასიონის ქედზე გადის. ეს ინფორმაცია საერთოდ არ მიწოდებია მოსახლეობას. უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები,მაგალითად დემოგრაფიაში, ის, რომ შემცირდა აბორტები,გაიზარდა შობადობა,რომ ჩვენ იმაზე მეტნი ვართ ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით, რომ დღეს უფულობის გამო ქუჩაში ადამიანი აღარ იღუპება.

დაახლოებით ათი დღის წინ, ჯანდაცვის კომიტეტმა წარადგინა ახალი კანონპროექტი ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ. ეს კანონპროექტი თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ცდება ჯანდაცვის თემატიკას და საზოგადოების უსაფრთხოების გარანტი ხდება. მიუხედავად ამისა, მედიასაშუალებებით ეს თემა სათანადოდ მაინც არ გაშუქებულა.

თითქმის ყოველ დღე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენი მოსახლეობისთვისმნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებებიმიმდინარეობს. მედიასაშუალებების დიდი ნაწილითვლის რომ ეს ხელისუფლების პიარია და ამ ფაქტებს არ აშუქებენ. აქ არის წორედ პრობლემა. რაც არ უნდა კერძო იყოს ტელევიზია, თუკი პრეტენზია გაქვს პროფესიონალიზმზე, ის უნდა ემსახურებოდესს ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს.

როდესაც გსურს ხალხის ხმა გააგონო ხელისუფლებას, ასეთივე მონდომებით უნდა გსურდეს ხელისუფლების ხმა გააგონო ხალხს.

ყველა ტელევიზიას,მათ შორის რუსთავი 2-სდა ასევე მათ,ვინც აკვიატებულად იმეორებს, რომ არაფერი კეთდება,ნებისმიერ დროს ვიწვევ მცხეთაში და დასკვნები ამის შემდეგ თავად გააკეთონ.

წინასწარ გიხდით მადლობას და იმედი მაქვს, ამ განცხადებას უყურადღებოდ არ დატოვებთ“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42