ტელეკომპანია "ობიექტივი" წამების ვიდეომასალას რეკლამის ფორმატში აჩვენებს - საიას განცხადება
პოლიტიკა - 13:45, 28 Oct, 2015     1525
ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით წამების ამსახველი კადრების გაშუქებასთან დაკავშირებით „საია“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით ტელეკომპანია წამების კადრებს დაუშვებელი ფორმით, რეკლამის ფორმატში აჩვენებს. საია ტელეკომპანიას მედია ეთიკისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ მოუწოდებს:

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში რამდენიმე დღეა გადის წამების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნული ვიდეომასალა ტელეკომპანიის ეთერში განთავსებულია რეკლამის ფორმატში, პერიოდული განმეორებითი ჩვენების სახით, იმ ფორმით, რაც შესაძლებელს ხდის წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას.

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან აღნიშნული კადრების ზემოაღნიშნული ფორმით ჩვენება, ვინაიდან ეს არღვევს მსხვერპლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და შესაძლოა მძიმე ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იყოს როგორც თავად მსხვერპლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის. ამასთან, კადრები შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვანთათვის. ვფიქრობთ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წამების დანაშაულებისათვის დაუსჯელობის პრობლემის მიმართ შესაძლებელია და უნდა მოხდეს მედია ეთიკისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ უკრძალავს მაუწყებელს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი მასალის გავრცელებას, რომელიც შეიცავს უხამსობას. აღნიშნულით ტელეკომპანია „ობიექტივი“ არღვევს მაუწყებლის ეთიკის წესებს. მიუხედავად იმისა, თუ დღის რომელ მონაკვეთში ვრცელდება აღნიშნული ინფორმაცია, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისაგან საზოგადოების დაცვის, დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისთვის დადგენილი პრინციპები. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მათ შორის, დაზარალებულთა და შესაძლო დამნაშავეთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება, ყველა დამნაშავე პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფო ვალდებულია, გამოიძიოს სრული სიმართლე წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ობიექტური, მიუკერძოებელი და სრული ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ.

აღნიშნული კადრები წარმოადგენს მნიშნველოვან მტკიცებულებას ამგვარი გამოძიების მიზნებისათვის; მათ ასევე აქვთ საზოგადოებრივი ღირებულება და შესაძლოა, ისინი შენახულ იქნეს და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისათვის მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და იმგვარი ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მსხვერპლთა იდენტიფიცირებას, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია წინასწარი თანხმობა განაცხადოს აღნიშნული კადრების ნახვაზე (რაც ავტომატურად გამორიცხას არასრულწლოვანთათვის მათ ხელმისაწვდომობას), და რაც მოემსახურება საზოგადოების ინფორმირების და დანაშაულის განმეორების პრევენციას; აღნიშნული მიზნები მკაცრად გამორიცხავს ამ კადრების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის, ძალადობის ან სხვაგვარი დანაშაულისაკენ მოწოდების ან მისი წახალისებისათვის."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42