გიორგი კვირიკაშვილი დღეს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება
პოლიტიკა - 10:03, 28 Oct, 2015     1088

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან, ასევე გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანიის ანალიტიკური წრების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრის დროს განიხილება ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ მხრივ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

"გერმანია გახლავთ ევროპის უმსხვილესი ქვეყანა, მძლავრი ეკონომიკით და პოლიტიკური გავლენით, როგორც ევროპაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, შესაბამისად მას ბევრი ეთქმის ევროპის აზრის ფორმირების პროცესში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გერმანიის მხრდაჭერა. ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს საუბარი შეეხება სწორედ აღნიშნულ თემებს, ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაცის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ამ რეფორმების პროცესში გერმანიის როლისა და ჩართულობის გაზრდაზე. ევროპასთან ასოცირების კუთხით გერმანიის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, ასევე დადებითად არის შეფასებული ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა. ვფიქრობთ, რომ გერმანიასთან ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბების გაზრდა და ამის პოტენციალი არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42