„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმდინარე პროცესში ყველა სამართლებრივი ინსტანცია უნდა იყოს გამოყენებული.
ამის შესახებ ჩიქოვანმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს და თუ ჩარევა მოხდება, ეს უნდა იყოს პოზიტიური ფორმით.
„ამ პროცესში ყველა სამართლებრივი ინსტანცია უნდა იყოს გამოყენებული. არც მოსამართლე ურთმელიძის და არც ერთი მოსამართლის გადაწყვეტლება არ უნდა იყოს აპრიორი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ არის უბრალო სამოქალქო დავა. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა არის უდიდესი, ამიტომ ყველა ინსტანციაში უნდა მიეცეს ორივე მხარეს საშუალება ბოლომდე მიიყვანოს საქმე. უფრო მეტი ლიგიტიმაცია და სანდოობა ექნება, ვიდრე იმას, რომელსაც იღებეს ის მოსამართლე, რომელიც პირადი ცხოვრება თქვენ საჯარო გახადეთ და რომელიც ეჭვებს ბადებს. ხელისუფლება თუ ჩაერევა, უნდა ჩერიოს პოზიტიური ფორმით. პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ „რუსთავი 2“ თავის პოლიტიკურ პლატფორმად. მე მგონი, რომ ეს ტელევიზიას აზიანებს, არსებობს სოლიდარობა, მაგრამ თქვენი ყოველდღიური მუშაობა არ უნდა გამოიყენონ საკუთარი ინტერსებითვის, ეს საფრთხე ორმხრივად არსებობს და ეს უნდა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






