ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ წამების და გაუპატიურების ამსახველი კადრები საჯარო იყოს.
მისი თქმით, მსგავსი კადრები საზოგადოების ფსიქიკაზე ცუდათ მოქმედებს და იმ შემთხვევაში თუ მათ საჯარო ჩვენებას საჯარო პირებმა შეუწყეს ხელი, მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ.
„არ არის სასურველი, რომ ესეთი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდებოდეს. ცუდია, რომ ამას მოზარდები უყურებენ. თუ ამის ორგანიზებაში და გავრცელებაში საჯარო პირები ღებულობენ მონაწილეობას, მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ. რაც შეეხება კადრების გავრცელებას, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც გაავრცელა. მე არ მაქვს ეჭვი, რომ ამაში შეიძლება მონაწილეობდეს მთავრობის წარმომადგენელი. ვისაც ეს ეჭვი აქვს და აუცილებლად უნდა გაქარწყლდეს ეჭვი, ჩატარდეს გამოძიება. მოგეხსენებათ, როგორ განვსაჯეთ ჩვენი გუნდის წევრი გელა ხვედელიძე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადაღებული კადრი გაავრცელა და იგივეს მიიღებს ნებისმიერი წევრი, თუ გარეულია ამ გავრცელებაში. არ არის სასურველი, რომ ასეთი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდებოდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






