"სააკაშვილის მთავარი დამფინანსებელი" - ივანიშვილის მიერ გაკიცხულების პასუხი ყოფილ პრემიერს
პოლიტიკა - 17:41, 27 Oct, 2015     5707
მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგოერთი წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეებად გამოაცხადა და მათ "ფსევდო ოპოზიცია" უწოდა. ივანიშვილის მიერ გაკიცხულებმა „ნიუპოსტთან“ საპასუხო განცხადებები გააკეთეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ივანიშვილს ბრალდებას აშშ- დან გამოეხმაურა.

„ესე იგი კაცი 2000 წლიდან სტაბილურად, მილიონებით აფინანსებდა სააკაშვილსა და შემდეგ ნაცმოძრაობასაც, ასეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა ვარდების რევოლუციის გზით სააკაშვილის გაპრეზიდენტება ხოლო შემდეგ სამი მილიარდი მიახარჯა ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის მთავრობის შენახვას, მათი ოჯახების ფუფუნებას და რაც მართლაც უპატიებელი ცოდვაა მთელი მათი სადამსჯელო აპარატის შენახვას. სპეცრაზმების, გამაუპატიურებელთა, რჩენა-მომზადებას, ელექტრონული თვალთვალის და მოსასმენი უახლოესი აპარატურის შეძენას. ეს კიდევ არაფერი ნაცმოძრაობის გასამართლების ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა გამოაცხადა კოჰაბიტაცია, ადგილებზე დატოვა საკვანძო თანამდებობს პირნი და უფრო დააწინაურა კიდეც, უარი თქვა გამოეცხადებინა სააკაშვილისთვის იმპიჩმენტი ისე ცინცხლად გააპარა ქვეყნიდან, საპრეზიენტო და ადგილობრივ არჩევნებში გარიგდა სააკაშვილის დაჯგუფებებთან და მათი კანდიდატი თუ პარტია დასვა მეორე ადგილზე, რითაც აქცია ისინი მთელი მსოფლიოსათვის მთავრ ოპოზიციურ,ანგარიშგასაწევ ძალად. ჩვენ როცა მთელი ათი წელი ვამტკიცებდით რომ სააკაშვლის დაჯგუფებამ მილიარდები მიითვისა ქვეყნის ქონებიდან, ბიძინა ბატონმა აღუძრა საქმე მხოლოდ პიჯაკების ყიდვასა და თირკმელის წამლის შეძენაზე,რის შემდეგაც მსოფლიოში არავინ აღარ დაიჯერებს რომ მათ მილიარდები მოიპარეს და ყველაფერ ამის შემდეგ კიდევ მე გამოვდივარ ნაცმოძრაობის უხეში და მძიმე იარაღი,აფერუმ ბიძინას სიმართლეს, თუმცა აქვე ვწუხვარ რომ დიდი ავლიპი მკვდარია, თუმცა დარჩა მისი უნიკალური გამოკვლევები ფსიქიატრიაში“- აღნიშნავს ნათელაშვილი.

„ახალი მემარჯვენეები“ კი თვლიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ქილიკი ივანიშვილის საყვარელ საქმიანობად იქცა.

„როდესაც ადამიანს არ მოსწონს მოწინააღმდეგე ის ცდილობს კუდები გამოაბას რაღაც საკითხებს, არ მოერიდოს ჭორაობას, ქილიკს და ასეთი აბსურდული შეფასებები აკეთოს. რაც შეეხება "ახალი მემარჯვენეების" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს, შევახსენებ, ივანიშვილს, რომ სწორედ ის არის სააკაშვილის ხელისუფლების მომყვანი. ის იყო მისი მთავარი დამფინანსებელი, მაშინ როცა ახალი მემარჯვენეები ქუჩიდან დაწყებული პარლამენტით დასრულებული ვიყავით ნაც. მოძრაობის ოპონენტები. არამგონია ივანიშვილს ვინმესთვის წამოსაძახეელი ჰქონდეს სააკაშვილთან თანამშრომლობა. ის არათუ თანამშრომლობდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, არამედ ერთ ერთი მთავარი ხელისგამმართველი იყო მათ შორის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. როდესაც „იმედის“ დარბევის, აქციის უმოწყალოდ დარბევის, რიყის მოვლენების შემდეგ, ხელმეორედ გადაწყვიტა პრეზიდენტობა. ამ ყველაფერმა ივანიშვილის ფინანსებზე გაიარა“ - უთხრა „ნიუპოსტს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მისამართით გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების გაკეთებით ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა.

„ნიუპოსტმა“ ივანიშვილის განცხადებაზე კომანტარი გიორგი ახვლედიანსაც სთხოვა.

„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და ამჟამად ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრი ექს-პრემიერს ახსენებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დამფინანსებელი იყო.

„ივანიშვილმა ალბათ იმიტომ მოგვიძულა, რომ 2008 წელს შევედით პარლამენტში და ნაციონალურ მოძრაბასთან ერთად პარლამენტში ერთ ჰაერს ვსუნთქავდით. ეს მაშინ როცა ივანიშვილმა მთელი "ქართული ოცნების" გადარჩენა "ნაციონალური მოძრაობიდან" ფორსირებული დეპუტატებით მოახერხა. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სისტემა შეენარჩუნებინა და შესაბამისად მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებით ცდილობს შეინარჩუნოს ხელუსუფლება. საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ ჰაერასც ყლაპავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარლამენტში. მათ ერთადაც ზის, დანაშაულებში მხილებული უამრავი ადამიანი ენმ-დან არ გაასამართლეს და ამით უსამართლობის სინდრომი დაამკვიდრეს ქვეყანაში. ახლა, ვინ გამოდის ამ პარტიის სატელიტი ჩვენ, თუ ივანიშვილი ეს მკითხველმა გადაწყვიტოს“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლით მან ის პარტიები ამხილა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქტიურად თანამშრომლობდნენ.

ივანიშვილმა "ლეიბორისტული პარტიას", "ახალ მემარჯვენეებს" და "ქდმ" - ს ფსევდო ოპოზიცია უწოდა.

"ლეიბორისტული პარტია", "ახალი მემარჯვენეები" და ქდმ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ატყუებდა საკუთარ საზოგადოებას. ისინი უფრო საშიშები იყვნენ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42