,,დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები... ორ წუთში დავუსვამ წერტილს“ - ხალვაშის ახალი განცხადება
პოლიტიკა - 16:13, 27 Oct, 2015     1659
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

იგი ასევე განმარტავს, რომ მან ტელევიზიებიდან მიიღო შეთავაზება, რომ პირდაპირ ეთერში ესაუბრა „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

თუმცა ხალვაშის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დებატებში მასთან მიხეილ სააკაშვილი დაჯდება.

„საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელმა ჩემმა შეხვედრამ მედიაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და შეგვხვდა. ჩვენ მას მოვუყევით ყველაფერი, რაც საქმის სამართლებრივ მხარეს ეხება, ვთხოვეთ, რომ დააკვირდეს სასამართლოს პროცესს, რამდენადაც ფაქტია, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის და არის მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობის წრეგადასულმა ქმედებებმა ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს საქმიანობაზე. პრეზიდენტს ვთხოვეთ მისი წარმომადგენელი დაესწროს პროცესს, რათა მას ჰქონდეს რეალური და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

საკმაოდ ვრცელი და საინტერესო საუბარი გამოვიდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოში არსებულმა პრაქტიკულად ყველა ტელევიზიამ მიმიწვია პირდაპირ ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას ასეთი ინტერესისთვის და აქვე მოვუბოდიშო, რომ ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ ტელე–ეთერით საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად საუბარს.

ერთადერთ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელევიზია, მათ შორის, თუნდაც რუსთავი 2, მოახერხებს და ორგანიზებას გაუკეთებს ჩემს დებატებს მიშა სააკაშვილთან, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ამ, ჩემი აზრით, ყველასთვის საინტერესო პირდაპირ ეთერში.

გარწმუნებთ, სააკაშვილთან ჩემი დებატები სულ რამდენიმე წუთში დაუსვამს წერტილს ამ დავას და საზოგადოებას დაანახვებს ვინ რას წარმოადგენს და ვის რა ხელი ჰქონდა რუსთავი 2–თან.

საზოგადოებას ეხსომება, რამდენიმე დღის წინ მე ტელედებატებში გამოვიწვიე რუსთავი 2–ის ნომინალური მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები, შემდგომ რუსთავი 2ის ფაქტობრივი მეპატრონე, მიშა სააკაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ჩემს ამ გამოწვევას იგნორით უპასუხეს. ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია. რაც შეეხება ბატონ გვარამიას, – ნომინალური მფლობელების მიერ დაქირავებულ დირექტორადწოდებულთან, რა თქმა უნდა, სალაპარაკო არაფერი მაქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42