"ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ არის კომიკური. ეს პერსონაჟი ბიძინა ივანიშვილმა აიფარა და აფრიალებს როგორც მხარე. თუ მხარეს მართლა უნდა რომ გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, გარდა იმისა, რომ ურთმელიძე არის მხარე რეალურად და ის მოქმედებს ხელისუფლების დახმარებით, მაშინ კარგი იქნება ოლიგარქი თავად მოვიდეს ხვალ პროცესზე და დაესწროს მას. რას ლაპარაკობს ქიბარ ხალვაში, არასერიუზული იქნება იმაზე კომენტარი, რომ თურმე ხანდაზმულობა სააკაშვილის მოგონებულია, რომ დამალოს თავის დანაშაულები. მაგალითად, ის ამბობს, რომ სასამართლოში არ არის მნიშნველოვანი რა დოკუმენტებია წარდგენილი, ჩვენ ვამბობთ რომ არაფერი არ არის წარდგენილი. შესაბამისად, დოკუმენტების გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ქიბარ ხალვაში მოვიდა, ვიღაც ურთმელიძე დაიქირავა ხელისუფლებამ და ამისთვის გადაწყვეტილება გამოიტანოს, ასე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სწორედ შეიძლება მოხდეს საქართველოში იმიტომ, რომ ბნელა," - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






