ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ შესაძლოა მონიტორინგი სასამართლოზე ზეწოლად იყოს აღქმული.
„ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება. მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმე უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, მას თვალყურს მივადევნებთ“- განაცხადა კოჟორიძემ.
კითხვაზე, რას გულისხმობდა ხალვაში, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი მას დახმარებას დაჰპირდა, კოჟორიძემ განაცხადა, „არ იცის რას გულისხმობდა ბიზნესმენი“.
„ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან ყველანარიად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაში პრეზიდენტს დღეს შეხვდა. ბიზნესმენმა გიორგი მარგველაშვილს სთხოვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს.
მასალის გამოყენების პირობები






