ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა
პოლიტიკა - 14:24, 27 Oct, 2015     1166

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. 27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

,,კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულდა და შტაბებიც დაიხურა. წელს, პრაქტიკულად, ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141,6 ათას ტონამდე. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია. გადამუშავებულია: რქაწითელი 78,4 ათასი ტონა, საფერავი - 45,1 ათასი ტონა, კახური მწვანე - 3,03 ათასი ტონა და 15 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, უკვე გადამუშავდა 1500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 1325 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული. მოსახლეობის შემოსავლებმა 6,6 მლნ ლარი შეადგინა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც რთველში პროცესში იყო ჩართული.

ბრიფინგზე მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ,,ნარინჯისფერი რთველი“ უახლოეს დღეებში დაიწყება. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს. გასული წლის მსგავსად, პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.

მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიებს, სახელმწიფო სუბსიდიის მიღების გარდა, საშუალება აქვთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

ბრიფინგზე ოთარ დანელიამ ქართული მწვანილის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველის ვიზიტის ძირითადი მიზანი თანამშრომლობის ფორმატის დეტალების დაზუსტება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42