"გადავიხარე რა, უკნიდან მომადგა ლადო ბედუკაძე..."- პატიმრის სკანდალური ჩვენება
პოლიტიკა - 13:22, 27 Oct, 2015     60270
გრიფით საიდუმლო სისხლის სამართლის საქმე # 074250812801-ში ე.წ. ციხის კადრებში ამოცნობილი და იდენტიფიცირებული პატიმრების ჩვენებები დევს. აღნიშნულ ჩვენებებს გაზეთი „ქრონიკა+“ აქვეყნებს. როგორც ჩვენებებიდან ირკვევა წამების გარკვეული სცენები სპეციალურად კადრების შესაქმენელად იდგმებოდა. მთავარი სცენარისტ-ოპერატორი კი ლადო ბედუკაძე იყო, რომლის მეშვეობითაც 2012 წელს ციხის კადრები მედიის საშუალებით გავრცელდა.

მოწმე ი.რ-ს ჩვენებიდან

„... გამოკითხვის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძემ მოიმარჯვა პატარა ზომის ვიდეოკამერა და ბორის ფარულავას და ლექსოს მიმართა, რომ მე ვიყავი „საღადაო“ მასალა და მტელი ღამის განმავლობაში გაერთობოდნენ ჩემით. შემდეგ მომთხოვეს გამეხადა ტანზე, მე დავემორჩილე და მთლიანად გავიხადე ტანსახმელი, მათ შორის ტრუსიც და დავრჩი დედიშობილა. ამის შემდეგ დალო ბედუკაძემ მომთხოვა, იატაკზე დავმდგარიყავი ოთხით და ასეთ მდგომარეობაში მევლო ოთახში, რაც მე მართლაც შევასრულე, ამგვარად დავდიოდი 5-10 წუთი. ბედუკაძე კიჩემს სიარულს, ანუ ხოხვას დედიშობიკა მდგომარეობაში იღებდა ვიდეოკამერით და იცინოდა. იცინოდნენ ბორის ფარულავა და ლექსო, თან მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხოხვის შემდეგ მითხრეს ავმდგარიყავი ფეხზე, გავსულიყავი მოშორებით და იქიდან მეყვირა: ასო მინდა , მიხმარეთო, რაც მე ნაძალადევად გავაკეთე. ლადო ბედუკაძემ გადადო ვიდეოკამერა გვერდით, მოიმარჯვა შავი ფერის რეზინის ხელთათმანი და მითხრა გადავხრილიყავი. აღნიშნულის განხორციელება მე არ მოვინდომე, რის გამოც სამივემ დამიწყო ცემა. გარკვეული პერიოდის ცემის მერე მე მართლაც განვახორციელე. გადავიხარე რა, უკნიდან მომადგა ლადო ბედუკაძე, რომელიც რეზინის ხელთათმანწამოცმულ ხელკეტს მისმევდა უკანალში, ისე რომ სწორნაწლავში არ მოუთავსებია, რის მერეც მითხრა შევტრიალებულიყავი მისი მიმართულებით. ლადო ბედუკაძემ მოიმარჯვა იგივე ხელკეტი, რომელსაც მისმევდა უკანალში და მომთხოვა პირის გაღება, რათა პირში ჩაეტენა, მაგრამ მე არ დავემორჩილე. რის გამოც ბედუკაძემ ხელკეტი რამდენჯერმე წამისვა ტუჩებზე და უნდოდა რამენაირად პირში ჩაეტენა. ამ ყველაფერს უყურებდნენ ბორის ფარულავა, ანუ იგივე „ბასტი“ და ლექსო და იცინოდნენ.... შემდგომ მომთხოვეს გადავხრილიყავი, ბორის ფარულავამ მომაწოდა სიგარეტის ღერი და მომთხოვა , უკანალში გამეკეთებინა. მე უარი განვაცხადე და დამიწყეს ცემა, რის გამოც მე დავემორჩილე და ჩემი ხელით უკანალში მოვითავსე სიგარეტის ღერი. დამიწყეს დაცინვა. მალევე მომთხოვეს, უკანალში მოთავსებული სიგარეტი გამომეღო და მომეკიდებინა. ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდა ლადო ბდუკაძე... ამის მერე ცოტა ხანი დაისვენეს, მაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ,ფარულავა და ლექსო მირტყამდნენ ხელებს და ლადო ბედუკაძე კისრის არეში მირტყამდა გამეტებით რეზინის ხელკეტს. ამგვარად მცემეს დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში, რის შემდგომაც მომათავსეს ბოქსში, სადაც ვიყავი 4 დღე და მეძინა მეტლახის იატაკზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წამების , ცემის და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზატორი იყო ბედუკაძე, ხოლო ბორის ფარულავა და ლექსო ასრულებდნენ მის დავალებას“

წყარო „ქრონიკა+“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42