"ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო წერილი არის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" განაჩენი. ეს მოსალოდნელიც იყო სიძულვილსა და ზიზღზე დაფუძნებული 3-წლიანი მმართველობის შემდეგ. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე უკიდურესად შეშოთებული ვარ, რადგან:
1. ეს განაჩენი აისახება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. სახეზეა არა უბრალოდ ხელიდან გაშვებული შანსი, არამედ დიდი უკანდახევა. ნდობა საქართველოს მიმართ, რომ იგი მყარად დგას დემოკრატიის გზაზე, ქვემოთ იწევს და დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ის ისევ მოვიპოვოთ. მაგრამ ამ ნდობის აღდგენა მომავალი ხელისუფლების საქმეა. ამ ხელისუფლების განაჩენი კი, ვიმეორებ, დაწერილია.
2. ეს განაჩენი აისახება ეკონომიკაზე, ლარზე და, შესაბამისად, ჩვენს ჯიბეზე. არათუ კერძო ინვესტორები უნდა დავივიწყოთ, სანამ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, არამედ სულ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან.
სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კრახი. საშიშია, რომ ამ კრახს მთელი ქვეყანა არ გადაყვეს. საჭიროა სიმტკიცე, გონიერება, მოთმინება, რომ ისე დავასრულოთ ამ ბოროტი ცრუპენტელას მმართველობა, რომ ხალხს ნაკლები ზიანი მიადგეს. და რაც შეიძლება მალე!
დიდება თავისუფლებას!" - აცხადებს ჭიაბრაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






