მოწმე დ.ს-ს ჩვენებიდან
"უბნელთან ჩხუბის გამო ბრალდების წაყენების შემდეგ, სასამართლომ შემიფარდა 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა და მოთავსებული ვიყავი გლდანის #8 დაწესებულებაში. მომათავსეს კარანტინში. დილის 8 საათზე, ჩემთან მოვიდა ციხის ორი თანამშრომელი. როგორც შემდგომ ციხეში და ამჟამად ტელევიზიებით გავიგე, ერთ-ერთი იყო ვლადიმერ ბედუკაძე. ამ უკანასკნელმა ამიყვანა მეორე სართულზე და შემიყვანა ერთ-ერთ გისოსის კარებიან საკანში, სადაც ბედუკაძემ ხელბორკილით მიმაბა კარებზე. იქ იყო კიდევ ციხის ორი თანამშრომელი, საერთო ჯამში ისინი იყვნენ ოთხნი, რომელთაგან ერთ-ერთს ვლადიმერი მიმართავდა „ბასტით“, მეორეს „ბუბუთი“. მეოთხე პიროვნება ჩემთვის უცნობია. დამიწყეს ცემა და გინება, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა ჩხუბის სხვა მონაწილეები. რაზეც მე ვპასუხობდი სიმართლეს, რომ ჩხუბი მარტოს მომივიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძემ მოიტანა ვიდეო გადამღები, ხოლო ერთ-ერთმა მოიტანა ხელკეტი. ვლადიმერ ბედუკაძის მითითებით „ბასტიმ“ ან „ბუბუმ“ გამხადა შარვალი და ხელკეტით უკანა ტანში, სწორ ნაწლავში ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას, იგივე მეთოდით მაწამებდა დანარჩენი ორი თანამშრომელი, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე მაგინებდა და იღებდა ვიდეოფირზე... ამ ფორმით ისინი მაწამებდნენ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მათ გამიყვანეს საკნიდან და იქვე კედლისკენ მიმაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა მომცა მოკიდებული სიგარეტი და მაიძულეს, რომ სიგარეტი შემეტენა სწორ ნაწლავში, ხოლო შემდეგ მომეწია, რაც შიშის გამო ძალით გამაკეთებინეს. ამ ყველაფერს ვიდეოფირზე იღებდა ბედუკაძე.“
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






