"ღარიბაშვილმა დამიბარა, ჩემი სიმამრი დააჭერინე და ლექსოც მის გზას გაუყენეო" - დეპუტატის „აღიარება“
სოც.მედია - 10:43, 27 Oct, 2015     18155

უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ცინიკურ პოსტს აქვეყნებს, სადაც „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

„ვიცი, მაინც გაიგებს ზეეე-პარტიული ტელევიზია და მირჩევნია ჩემით ვაღიარო...

დიახ, პირადად ივანიშვილმა დამავალა, რუსთაველის პროსპექტიდან, ტრანსნაციონალური კომპანია Sony გამეძევებინა...

ვაღიარებ, დათო უსუფაშვილმა მთხოვა ჟვანიას დაკარგული ფეხსაცმელის მოსაძებნად, ბიჭები წამეყვანა. ამასაც არ დაჯერდა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბაქრაძის ფარული ჩაწერა მთხოვა...

კახა კალაძემ, მილანიდან ვაიბერზე ორჯერ დამირეკა და კატეგორიულად მომთხოვა, თავისი ქონება დამეყადაღებინა...

ღარიბაშვილმა კიდე ღამით დამიბარა, დილით ჩემი სიმამრი დააჭერინე და შუადღით ლექსო თამაზაშვილიც, მის გზას გაუყენეო...

არა და არ მოისვენა, კახი კახიშვილმა ვიდრე 28 ათასი ვიდეო არ ჩამაწერინა ცემა/ტყეპის და გაუპატიურებების...

ნარმანიას სიჯიუტემ, მეც კი წყობიდან გამომიყვანა! ჯერ იყო და ბულდოზერით გადამახნევინა რიყეზე რესტორნები, შემდეგ იმავე ბულდოზერით თაბუკაშვილზე ღამით, ბავშვები გარეთ გამომაყრევინა და ბინა გამასწორებინა მიწასთან...

რაც შემეძლო, მაღალ სკამზე ვდგებოდი დილით და ,,ბიძინა მაგარიას,, ვმღეროდი, შუადღით-იმიტირებულ ,,ქრონიკის,, სცენარს ვწერდი, ღამით- სატელიტებს დავსდევდი...

P.S. ეს ფარულად გადაღებული სურათია, როდესაც ივანიშვილმა გამაგზავნა, ვიტო კორლეონესთან. მას ისეთი წინადადება შევთავაზეთ, რომელზეც უარი ვერ თქვა...დასამალი რაა, იმედის დარბევაზე, ჯაშუშ -ფოტოგრაფებსა და ,,კვირის პალიტრის,, ფინანსური პოლიციის შესევაზე იყო საუბარი...“, - ნათქვამია პოსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42