„ფაქტობრივად, ფინალური შეთახმებაა“- განაცხადა როსსხელხოზნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსეი ალექსეენკომ და დასძინა, რომ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება უახლოეს პერიოდში დაიწყება. თუმცა, კონკრეტული თარიღი ბიზნესზეა დამოკიდებული.
გამოცემის თანახმად, ზურაბ ჩეკურიშვილის განმარტებით, რუსეთის ბაზარზე ციტრუსის უსაფრთხო პარტიის შესატანად საქართველოს კომპეტენტური სამსახურები მზად არიან.
დანკვერტის განცხადებით, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართულ მცენარეულ პროდუქციასთან დაკავშირებით რუსეთს პრეტენზიები არ გააჩნია.
ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა ქართული მწვანილისთვის საზღვრები 10 წლიანი აკრძალვის შემდეგ გახსნა. 2015 წლის 16 უანვარს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და „როსსელხოზნადზორმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოდან რუსეთში მწვანე კულტურის იმპორტს არეგულირებს.
მასალის გამოყენების პირობები






