შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დადებითად აფასებს ევროკავშირის განცხადებას, სადაც მედიის თავისუფლების აუცილებლობაზეა საუბარი.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოში თავისუფალი მედიის არჩებობაში მალე დარწმუნდება.
"შემაშფოთებელი არ არის, პირიქით კარგი განცხადებაა. ისინი თვალყურს ადევნებენ და დარწმუნებული ვარ, თვალყურის დევნების შემდეგ იტყვიან, რომ საქართველოში ყველაფერი წესრიგშია მედიასთან დაკავშირებით,“ - პაატა ზაქარეიშვილი.
ევროკავშირის განცხადებას იზიარებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.
„შეზღუდვები არც არის და არც შეიძლება იყოს. სრულად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, მითუმეტეს არჩევნები მოდის და მედიას ეხლა ბევრი საქმე ექნება“, - აცხადებს აბაშიძე.
ევროკავშირი მოუწოდებს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მასალის გამოყენების პირობები






