„რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს "ნაციონალების" რევანშისტული ნაწილი ძაბავს - კვაჭანტირაძე
პოლიტიკა - 10:07, 27 Oct, 2015     1379

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების ხელოვნურად დაძაბვაში პოლიტიკურ ოპონენტებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგნლებს ადანაშაულებს.

ამის შესახევ კვაჭანტირაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თავისუფალი სიტყვის დაცვა, მედია-პლურალიზმი, სამართლიანობის დამკვიდრება, ჩვენი ხელისუფლების მთავარი ორიენტირებია და ამ ფასეულობების დაცვის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობა წარმოუდგენლად გვესახება.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების დაძაბვას აშკარად შეგნებულად და უპასუხისმგებლოდ ინსპირირებას უკეთებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ კი ყოფილი ხელისუფლების რევანშისტული ნაწილი. სახეზეა მცდელობა, კერძო სამოქალაქო დავა ყველა გზით და საშუალებით, მათ შორის, სამართლებრივ სივრცეს აცდენილი ქმედებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, რაც ზოგჯერ ვანდალურ აქტებშიც გამოიხატა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ აქტებს კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით.

რუსთავი 2, ერთ დროს, ხალხის ტელევიზიად და საერთო-სახალხო მონაპოვრად ითვლებოდა. ჩვენ ანგარიშს ვუწევდით, ვუწევთ და პატივს ვცემთ მისი ჟურნალისტების პროფესიონალიზმს და ხშირად გამოჩენილ თავდადებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს კრიტიკას ვერ უძლებს.

ჩვენ არასოდეს გავურბოდით მწვავე დებატებს და ჩართვებს რუსთავი 2-ის ეთერში, შეუზღუდავად ვთანამშრომლობდით მაუწყებელთან და არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რათა ხელოვნურად, წინა რეჟიმის მსგავსად შეგვეზღუდა მედიის ფუნქციონირება. ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საბედნიეროდ, ამ პროცესებს ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და გარდა კეთილმოსურნე, პრევენციული განცხადებებისა არავის გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაპლურალიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება.

ყველასათვის აშკარაა, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და მედიის კონტროლზე ჩვენ კატეგორიული უარი ვთქვით. ყველა მედიასაშუალება ქვეყანაში დაუბრკოლებლად მუშაობს, მათ შორის რუსთავი 2-იც. ისინი შეუფერხებლად კრებენ მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატად, მართავენ საჯარო კონცერტებს, რაც წინა რეჟიმის პირობებში დაუშვებელი იყო ხელისუფლების ოპონენტი მაუწყებლებისთვის და მედიისთვის. უფრო მეტიც, სწორედ წინა რეჟიმის მმართველობის პერიოდში განხორციელდა ვანდალური აგრესია „ტელეიმედის“ წინააღმდეგ, რაც ყველას კარგად გვახსოვს.

ჩვენ მომავალშიც ვიქნებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უპირობო დამცველები და მზად ვართ, კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით.

საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და არსებობს თავისუფალი სასამართლო. არავის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ჩინისა, თანამდებობრივი მდგომარეობისა, არა აქვს უფლება ჩაერიოს და ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს მუშაობაზე. ჩვენ მომავალშიც მკაცრად გავაკრიტიკებთ ზეწოლის ნებისმიერ მცდელობას და არ დავუშვებთ, ვინმემ საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური პერსპექტივა და რეფორმების ბედი საქართველოში.

მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მაქსიმალურად გავერიდოთ მერკანტილური, რევანშისტული და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანთა მცირე, აგრესიულ ჯგუფს და ჩვენთვის ჩვეული ისტორიული კულტურით, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს სიყვარულით ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების სრულ კონსოლიდაციაზე, ქვეყანაში სამართლებრივი კულტურის მყარად დამკვიდრებაზე საქართველოს წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევების და ამოცანების საპასუხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42