„არ დავეთანხმები იმიტომ, რომ საგამოძიებო სამსახურებს, უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ თავიანთი ვალდებულება. როდესაც ინფორმაციის გაჟღერება ხდება მათ რისკების დაზღვევის მიზნით ვალდებულები არიან იმოქმედონ, მითუმეტეს თუკი საქმე ეხება საშიშ რისკებს. თუკი არ დადგინდა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცას საბოდიშო ექნება, პირიქით მადლობა გადავუხადოთ, რომ დროულად იმოქმედეს და დროული რეაგირება მოახდინეს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ბიუროს სხდომაზე ენმ-ს წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ გამოძიება მხოლოდ უკრაინული ვიკილიქსის მასალებზე დაყრდნობით აპირებს გამოძიებას, ეს ფაქტი გამოძიების მწარმოებელ ადამიანებზე დადებითად არ აისახება. „თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის დოკუმენტი, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს იქნება უკიდურესად დამაზარალებელი იმ ადამიანებისთვის ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე, თუ სხვა საფუძველი აქვთ ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია, რომ ასეთი საკითხების გამოძიებაც და სასამართლო წარმართვაც იყოს გამჭვირვალე, არ დაირღვეს ადამიანების უფლება.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






