ჯეიმს აპატურაიმ გორში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის ქმედებებზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ნატოს როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობას: „ეს ჩემი პირველი ვიზიტია გორში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შესაძლებლობა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიმასპინძლა. ეს ინსტიტუტი არის პროფესიული და ამის ნახვის შესაძლებლობა მომეცა. საქართველოში სამხედრო განათლების ხარისხი მნიშვნელოვნდ გაუმჯობესდა. ეს არის ამ ქვეყნის ლიდერების მომავლის თაობა. ნატო ეხმარება მათ განვითარებაში. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სტანდარტის ამაღლებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას. დღეს უკვე ვხედავ შედეგებს და მივესალმები თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი და განათლება მაღალ დონეზე შაფასა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილზე და მინისტრს მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით, იუნკერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ლექციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






