პრეზიდენტი შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკითხონ
პოლიტიკა - 18:51, 26 Oct, 2015     3458

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ხელისუფლების დასამხობად, მის ხელში ჩასაგდებად, შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, ამის მიზეზი მათ მიერ ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მედით გავრცელებული ცნობები გახდა.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, გადატრიალების მიზნით შეთქმულებას გულისხმობს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული სტენოგრამის გარდა, მისი ინფორმაციით, არსებობს სხვა ოპერატიული-საგამოძიებო მასალები, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ნახსენებ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, სესიაშვილი თვლის, რომ მისი დაკითხვა ან არდაკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გადასაწყვეტია.

"პრეზიდენტის დაკითხვას ამ საქმესთან დაკავშირებით თავისი პროცედურები აქვს და არ ვიცი გამოძიება რას და როგორ გადაწყვეტს. შეიძლება დაკითხოს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც საქმე აღძრულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით.

"ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა და მაღალი ინტერესის მატარებელია, რომ თავისთავად ცხადია ყველა დაინტერესებული უნდა იყოს გამოძიებას ხელი შეუწყოს. ნუ ვიჩქარებთ და ისეთ კითხვებს ნუ დავსვამთ, რომელმაც შეიძლება გამოძიების პოლიტიზება მოახდინოს.

"მთავარი ალბათ ფირის ორიგინალის მოპოვება იქნება, თუ ასეთი ფირი რეალურად არსებობს. რა თქმა უნდა, იქ მონაწილე პირების და სხვა მოწმეების დაკითხა ძალიან მნიშვნელოვანია. მე უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს პატივს ვცემ, მაგრამ ის სცენარი, რაც ამ საიტმა გამოაქვეყნა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რეალობასთან ძალიან ახლოს მეჩვენება - ეს არის წინა ხელისუფლების მიერ სხვა დადგმული სცენარების მსგავსი, მოდი, ასე ვთქვათ - კოპირება მუხროვანის ამბოხის, მოდელირებული "ქრონიკის", ლაფანყურის ოპერაციის. ძალიან ბევრ რამეს მახსენებს.

"ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ამ მასალებს და ვისურვებ, რომ გამოძიებამ ამ კითხვებზე პასუხი ძალიან სწრაფად გასცეს. თუ ასეთი საფრთხე არსებობს დროულად იქნეს აღკვეთილი, თუ არა და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რომ ცხოვრება მშვიდად გააგრძელონ. რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამ თემის პოლიტიზება მოჰყვება. დაიწყებენ საუბარს, რომ მათ ხელისუფლება ებრძვის.

"არ მინდა ვიღაცამ თავი მსხვერპლად აქციოს. გაკოტრებული პოლიტიკოსების მსხვერპლად ქცევა სწორედ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

"სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ფაქტები, მოვლენები და პროცესი ერთმანეთს დროში ძალიან ემთხვევა. ვგულისხმობ "რუსთავი 2"-ის მიმართ ატეხილ ამ აჟიოტაჟს, გარკვეულ მოწოდებებს, რომ ქუჩაში ხალხი გამოვიდეს და ა.შ. ასევე ბოკერიას მეუღლე, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს თურქეთში შეხვდნენ. ეს ერთი ფაქტი. მეორე - გვარამიას მოწოდებები, რომ ტელეკომპანიას ძალისმიერი მეთოდებით დაიცავენ. ეს კი ერთგვარი პროვოკაციის მანიშნებელია და კიდევ პოლიტიკური განცხადებები, რაც ამ ყველაფრის გარშემო კეთდება.

"ეს იმ სცენარში კარგად ჯდება, რაც ჩვენ ფარულ ჩანაწერებში წავიკითხეთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა გაგვცეს.

"რაც შეეხება ახალ სტენოგრამას, სადაც ექსპრეზიდენტი სირიაში მებრძოლ პანკისელსა და ეროვნებით ქართველ თარხან ბათირაშვილს ახსენებს, მინდა ყველას ვუთხრა, რომ უშიშროების სამსახური დღეს მუშაობს ისე, როგორც არასდროს. შესაბამისად, მას ყველაზე და ყველაფერზე ძალიან ოპერატიული ინფორმაციები გააჩნია.

"ასე რომ, არავის ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის რომელიმე კუთხეში რაიმე სახის პროვოკაციებს დავუშვებთ. მე მათთან მუდმივი კავშირი მაქვს და ვიცი, რომ სისტემა ზედმიწევნით სწორად მუშაობს და არავის არაფერი არ გამოეპარება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.


წყარო "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42