უახლოეს მომავალში ალექსი ახვლედიანი სრულ სიმართლეს იტყვის - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 16:07, 26 Oct, 2015     2981
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ის სრულად აგებს პასუხს მის დაშანტაჟებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე და დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ალექსი ახვლედიანი მალე სრულ სიმართლეს იტყვის.

„მე სრულად ვაგებ პასუხს იმ განცხადებაზე, რაც გავახმაურე. მთავრობა ჩემი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის შუამავლობით პირადი­ ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებითა და კოლეგების თვალში განადგურებით მემუქრებოდა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ალექსი ახვლედიანი სრულ სიმართლეს იტყვის" - აცხადებს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანიის გენდირექტორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან სისტემატური კონტაქტი აქვს. თუმცა, როგორც გვარმაია აცხადებს სააკაშვილთან საუბარი მისგან მითითების მიღებას არ ნიშნავს:

"ხელისუფლებისთვის სააკაშვილი იმდენად ტოქსიკური ადამიანია, რომ მასთან­ ნებისმიერი ტიპის საუბარი კომპრომატი­ ჰგონიათ. ვადასტურებ, სააკაშვილთან მარ­თლაც ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ზეც. ის ჩემი მეგობარია და მისი აზრი ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის მაინტერესებს. სააკაშვილთან საუბარი მითითებების მიღებას არ ნიშნავს... ფაქტია, რომ ხელისუფლებას როგ­ორც რეგიონებში,­ ისე თბილისში­ ჩატარებული მრავალათასიანი კონცერტების შეეშინდა. ქიბარ ხალვაში პირველად მაშინ გამო­ჩნდა, რო­დესაც ბათუმში ტელეკომპანი­ის ორგა­ნიზებულ კონცერტზე 50 ათასი კაცი მოვიდა. უამრავმა ადამიანმა ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადა და ეს აღიზიანებთ!“- აცხადებს გვარმია.

ნიკა გვარამიას განცხადებით „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერია, ამიტომ გვარამიასთვის მისი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია და შესაბამისად არ აპირებს მას დაემორჩილოს.

"რუსთავი 2"-ის­ შენობას ნებით არ დავტოვებ, რადგან ურთმელიძე მოსამართლე კი არა, დაქირავებული ზონდერია.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებაც ჩვენთვის არალეგიტიმურია. არ ვიცი, სახელმწიფო რას გად­აწ­ყვეტს, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს ხელისუფლებაც წინამორბედის შეცდომებს­ იმეორებს. გადავა თუ არა პროცესები ქუჩაში, მომავალი გვიჩვენებს. კანონის ფარგლებში ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ...“- აცხადებს გვარამია.


სრულად იხილეთ ლინკზე "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42