მივესალმებით - მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში - ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 16:01, 26 Oct, 2015     1175


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები წარმოადგენდა. ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ალიანსის წარმომადგენელმა მსოფლიო უსაფრთხოებაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების წარმატებულ პროცესს გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს.

„დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან და საქართველოდან აგზავნიან იმ მესიჯებს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყოს იდენტური იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთიანობაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჯეიმს, რომელიც როგორც კონფერენციაზე ითქვა, ნატოს სახეა საქართველოში და ასოცირდება პირდაპირ ნატოსთან საქართველოში; ის ყოველთვის მზადაა ჩამოვიდეს თბილისში და არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე ჩვენთან ერთად ისაუბროს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„მინდა მოგილოცოთ წარმატებულ რეფორმები, რომელიც თქვენ და თქვენმა წინამორბედებმა თავდაცვის სფეროში განახორციელეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არსებითი პაკეტის განხორციელების ტემპები, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება; ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც თქვენ და ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსენით. მინდა ნატოს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის სახელით, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვთ. მრავალი წელია საქართველოში ჩამოვდივარ, თქვენთან ვთანამშრომლობ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. კიდევ უფრო მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით - მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში. მადლობა ამისთვის,“ - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის - ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება. ასევე დაგეგმილია, ჯეიმს აპატურაის შეხვედრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ალიანსის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საჯარო ლექციას წაუკითხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42