ქიბარ ხალვაშის შეთავაზება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს
პოლიტიკა - 15:50, 26 Oct, 2015     9684
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მოდავე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი სასამართლო დავის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანაა და ისინი ამას სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლით ნიღბავენ. ამასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

"მათი მიზანი­ ნათელია - სასამართლო დავა პოლ­ი­ტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ და საკ­უ­თარი ქმედებები სიტყვის თავისუფლებ­ისათვის ბრძოლად­ შენიღბონ. კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფ­ლებაში ვერასოდეს დაბრუნდებ­იან, ამიტომ­ მაქსიმალურად ცდილობენ, "რუსთავი 2"-ის თემა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ. მიუხედავად­ ყველაფრისა, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების თვალში იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ქაოსური ვითარების შესაქმნელად არანაირი რესურსი არ გააჩნია... საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩემი სიმართლის­ დასამტკიცებლად 2008 წლიდან ვიბრძვი, თუმცა უშედეგოდ. სამართლებრივი­ ბრძოლისთვის ერთადერთი გზა დამრჩა - სასამართლო...

საპარლამენტო არჩევნებს, რომ დავლოდებოდი და სარჩელი ახლა არ შემეტანა, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურებოდა და მომავალში­ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებაც კი აღარ მექნებოდა.

თანამშრომლების სახელფასო დავალიანება გადავიხადე. ამასთან, სხვადასხვა ფონდიდან აღებული ვალები გავისტუმრე, სიგნალის გადაცემისთვის აუცილებელი ძვირადღირებული აპარატურა შევიძინე. ეს ყველაფერი დოკუმენტებში დაფიქსირებულია. რაც შეეხება სასამართლო დავას, ნურავინ შეიქმნის წარმოდგენას, რომ ხალვაში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინვესტიციაზე დაობს და კომპენსაციას ითხოვს­. იქიდან გამომდინარე, რაც ტელეკომპანიის გამო გადავიტანე, არ ვიქნები მართალი, მრავალწლიანი ბრძოლა დავთმო“- აცხადებს ხალვაში. მისი თქმით ის მხოლოდ მისი განხორციელებული ინვესტიციების გამო არ დავობს არამედ ის აპირებს, რომ ტელეკომპანია სააკაშვილის და ენმ-ს დიქტატისგან გაათავისუფლოს:

„ჩემი ამოცანა­ ისიც არის, რომ "რუსთავი­ 2" სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" დიქტატისგან გათავისუფლდეს. არაერთხელ გამოვიწვიე ყარამანიშვილები და "რუსთავი 2"-ის რეალური პატრონი სააკაშვილი ტელედებატებში, რათა ყველა საკითხზე საჯაროდ გვესაუბრა, მაგრამ არავინ გამომხმაურებია.

სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს,­ რომ გვარამიასთან ერთად "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავა პოლ­იტიკურ სიბრტყეში გადაიტანოს და ტელევიზიიდან პოლიტიკური მიზნების განხორციელებას შეეცადოს. მეც ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ვერ შეძლონ და ტელევიზიის ფუნქციონირება არ შეფერხდეს.“- აღნიშნავს ხალვაში და ტელეკომპანიაში დასაქმებულ ჟურნალისტებს შეთავაზება უკეთებს:

„ყველა თანამშრომელი, რო­მელთაც მიაჩნიათ, რომ მათი უპი­რველესი მოვალეობა ჟურნალი­სტ­უ­რი სტანდარტების დაცვა და თავ­ის­უფალი სიტყვის ერთგულებაა,­ "რუსთავი 2"-ში მუშაობას გააგრძელებს.“- აცხადებს ხალვაში.


სრულად იხილეთ ლინკზე "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42