ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განცხადა, სადაც დავით უსუფაშვილს და ეკა ბესელიას მიმართა.
მისი თქმით, ხელისუფლების არც ერთ წევრს „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჯერჯრობით არც ერთი შეკითხვით არ ყოფილა წამროდგენილი ჩვენი მისამართით. არც უკითხავს რა ხდება ჩვენს თავს. არადა მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ ჩაერიოს ასეთ პროცესებში და აუცილებლად ახსნა-განმარტებები მოისმინოს მხარეებისგან. ამ ვითარებაში მისი ვალდებულება, როგორც მედიის თავისუფლების გარანტიების ერთ-ერთი მატარებელი პირისგან, გაცილებით უფრო მაღალია. ძალიან უცნაურია იგნორი ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან, რომელიც იგნორს უკეთებს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაცაა. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და იმ ვითარებაში, როცა ჩვენი უფლებები ირღვევა, განცხადებების გაკეთება ჩვენი პოზიციის მოუსმენლად, უპასუხისმგებლო საქციელია თანამდებობის პირების მხრიდან“, - აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






