ცრუთა ქვეყანა! ამ სიტყვებით იწყებს ჯგუფ „ვაკის პარკის“ სოლისტი, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი თავისი სტატუსის წერას, რითიც საკუთარ აზრს აფიქსირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
როცა ვიწონებთ პროფილაქტიკას, კლინიკას, კომპანიას სადაც არ ვყოფილვართ-ვიტყუებით!
თუ პატრიარქის ნდობა 97% ია და ქრისტეს გზას ვირჩევთ ამდენი ბოღმა, ლანძღვა-გინება, შური და ტყუილი საიდან მოდის?-ვიტყუებით!
კლიპის პრეზენტაციაზე ავტორს ვეუბნებით რომ გადავირიეთ-ვიტყუებით!
ბოლო არჩევნების წინ კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 80% ინფორმაციას რუსთავი2-ის საშუალებით იღებდა და ამდენივე(დაახლ.80%) არ ენდობოდა!!!!!-თავს ვიტყუებთ!
ყველაზე რეიტინგული და ხარისხიანი ტელევიზია(რასაც ვაღიარებ) რუსთავი 2 და ვაკეში 150კვ.მ ბინა თუ ერთი ფასი ღირდა მაგარი ტელევიზია გქონიათ!
სიტყვები: მიუკერძოებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი იმას არ ნიშნავს როგორც თქვენ გესმით. კონცერტზე მოსული და მხარდამჭერი ერთი არ არის. წვიმამ შეგაშინათ? 2003-ში არავის ეშინოდა წვიმის. ასეთ ტელევიზიასთან ურთიერთობის გაფუჭება მუსიკოსისთვის „ხარაკირის" ტოლფასია, მაგრამ ტყუილში ვერ ვიცხოვრებ!!! მივმართავ რუსთვი 2-ის კოლექტივს განთავისუფლდით!!!!!!!!!“ - წერს ზაზა ხუციშვილი ფეისბუქში.
მასალის გამოყენების პირობები






