გვარამიას თქმით, უწყებების მხრიდან ახსნა განმარტებების დაგვიანება, ქმნის ეჭვს, რომ ტელეკომპანიაზე მიზანმიმართული თვალთვალი ხორციელდება და ამ მხრივ შესაძლოა სამართალდამცავების მხრიდან უფლება-მოვალეობების გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი.
"მივმართავთ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქამდე ჩვენთვის არავითარი ახსნა განმარტება არ ყოფილა, თუ რატომა არის კამერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობის გარშემო, გარდა ზოგადი განცხადებისა. ჩვენ არ მიგვიღია ახსნა-განმარტება. ეს არის მედია დაწესებულება. აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი მაღალია. აქ შეიძლება კონფიდენციალური შეხვედრები მიმდინარეობდეს. ჩვენ თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. ეს არ არის ჩვენთვის დაუძლეველი შეფერხება, თუმცა თუ ახსნა-განმარტებას ვერ მივიღებთ ჩნდება ეჭვი, რომ ეს მიმართულია ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად და ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და მათზე ზეწოლის განსახორციელებლად. ამიტომ ორივე სამსახურს მოვუწოდებთ მოხდეს ახსნა-განმარტების გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ ქმედებას განვიხილავთ, როგორც უფლებამოსილების გადამეტებად კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული. არ გამოვრიცხავ, რომ სადმე მოსასმენი აპარატურაც იყოს დამონტაჟებული“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






