ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის მოსახლეობა მზად არის რეალობად აქციოს ევროატლანტიკური ამბიციები - პრემიერი
პოლიტიკა - 12:28, 26 Oct, 2015     1199

"ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის მოსახლეობაც ერთსულოვნად მზად არის, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ქვეყნის ევროატლანტიკური ამბიციები" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.

სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა, საფრთხეებთან ბრძოლისთვის საჭირო პრინციპები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები–ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვილისას. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ საფრთხეებთან და არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად, საჭიროა მეტი ჩართულობა და პარტნიორობა.

“მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება, ჩვენ გვჭირდება ჩართულობა. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს კონფლიქტებს მსოფლიოს სხვა კუთხეებში ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო. პირიქით, მათ აქვთ გავლენა ჩვენზე. მეორე პრინციპია პარტნიორობა. დღევანდელ მსოფლიოში, როცა ძალაუფლება სულ უფრო ფრაგმენტირებულია, გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი თუ იქნება. პარტნიორობა ქართულ გენშია ჩადებული. სწორედ ამიტომაც ვისწრაფვით ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტის, გატარების მკაფიო მანდატი.

"დღეს ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს წინსვლას, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე ჩავუყარეთ საფუძველი მტკიცე პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი მზარდი ეკონომიკა მუშაობს ყველა საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერებულია, ხოლო ჩვენი საგარეო პოლიტიკის წყალობით ცხოვრება უფრო უსაფრთხოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42