ძალადობა არავის აწყობს გარდა ერთი ადამიანისა - დევიდ კრამერი
პოლიტიკა - 11:45, 26 Oct, 2015     3885
ტელეკომპანია რუსთავი2-ის ქონებრივ დავასთან დაკავშირებული იურიდიული დავა პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი გახდა. ვაშინგტონში დაფუძნებული ექსპერტები მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პროცესი კერძო მხარეებს შორის არსებული იურიდიული დავაა, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს.

ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად "მაკკეინის ინსტიტუტის" დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით დევიდ კრამერი ამბობს, რომ პროცესი მხოლოდ ლეგალური დავის შთაბეჭდილებას არ ქმნის:

"საქმეს პოლიტიკური თამაშების სუნი ასდის. რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობისკენ იხრებოდეს, მაგრამ ის დამოუკიდებელი ტელევიზიაა და რომელ მხარესაც უნდა იმ მხარეს გადაიხრება. პრესის თავისუფლება სწორედ ეს არის. მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმა იყო განხორციელებული რუსთავი2-ის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის რუპორის" წინააღმდეგ.

ეს არავის ეხმარება. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს რას ამბობს მასზე "ფოქს ნიუსი," მაგრამ ისინი ტელეარხს ან რესპუბლიკურ პარტიას კრიმინალურ ორგანიზაციას არ უწოდებენ. მთავრობამ მშვიდი დამოკიიდებულება უნდა შეინარჩუნოს და ამასთან, საპროტესტო დემონსტრაციებიც მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გაიმართოს."

კრამერი ამბობს, რომ ისეთ დროს, როცა საზოგადოება პოლარიზებულია, სიტუაციის განმუხტვა მთავრობის პასუხისმგებლობაა. განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური ჯგუფია და პროცესებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს. კრამერმა თავად მთავრობის ერთსულოვნებაზეც ისაუბრა:

"ძალადობა საქართველოში არავის სურს. პრემიერ მინისტრის განცხადება დაძაბულობას ამწვავებს. პრეზიდენტის მიერ ყველასთვის სიმშვიდის მოწოდება და სასამართლოსთვის გარე ფაქტორების გათვალისწინების მოწოდება კონსტრუქციული იყო. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, რომ საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც მხოლოდ პრემიერ მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები იყო მოთავსებული და ის არ ასხავდა პრეზიდენტის განცხადებას. ეს არის სიტუაცია, რომლის დროსაც ყველამ სიმშვიდე და საღი აზრი, ხოლო მთავრობამ კი განსაკუთრებული მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს."

კრამერის აზრით, რუსთავი 2-თან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, აგვისტოში კომპანიის აქტივების გაყინვა, ასევე გასულ წელს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მკვლელობა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად არ მეტყველებს.

"მიმდინარე მოვლენები იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ისინი იტყვიან, რომ საქართველო ნატოსთვის მზად არ არის; როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა, სადაც ასეთი პოლიტიკური ქიშპობა მიმდინარეობს. ეს ევროკავშირთან ურთიერთობასაც დააზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის და ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა, ჯერ ისევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც უფრო მეტად ემსგავსება საქართველო ქვეყანას, სადაც შიდაპოლიტიკური ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს, მით უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს საქართველო დასავლეთში. ეს არავის აწყობს გარდა ერთი ადამიანისა და ეს ადამიანი ბატონი პუტინია."

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა ცალ-ცალკე განცხადებებში აღნიშნეს, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემას არ აკონტროლებს და სასამართლოს გამჭვირვალე პროცესის ჩატარებისკენ და საქმის რაც შეიძლება მალე დასრულებისკენ მოუწოდეს, რათა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა მშვიდ გარემოში გააგრძელონ საქმიანობა. კრამერის აზრით, ამ განცხადებებთან ერთად მთავრობამ მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის განცხადებებიც საჯაროდ აქტიურად უნდა აკეთოს.


წყარო amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42