„მწერდა პიროვნება, რომელიც წარმომიდგა როგორც ქალი. მისი თქმით ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მისი მეგობარი მამაკაცი და მან აღმოაჩინა ამ მამაკაცის პირად ნივთებში მეხსიერების ბარათი, რომელზეც იყო ეს მასალები. ამ ქალის თქმით მისი მეგობარი მამაკაცი ეროსი კიწმარიშვილის დავალებით აღწევდა სხვადასხვა პირების ფეისბუკ მიმოწერაში და სქრინავდა მიმოწერას,“-აცხადებს ბერულავა.
პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერი მისი დასაფლავებიდან რამდენიმე დღეში წაიღო, თუმცა ზურაბ კიწმარიშვილის არაერთი თხოვნის მიუხედავად რამდენიმე თვე ოფიციალურად მისი თანდასწრებით არ გაუხსნიათ. 6 თვის განმავლობაში კიწმარიშვილის კომპიუტერი დალუქული იყო და არც ექსპერტიზაზე არ წაუღიათ.
„შემოწმდა გარდაცვლილის პირადი ინტერნეტსივრცე იქ არის გარკევული ვითარება, რომელზეც ეხლა ვერ ვსაუბრობ, შეთანხმების პირობები მიშლის ხელს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“-აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






