NATO-ს ღირებულების ირგვლივ კონსოლიდაცია დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 20:47, 25 Oct, 2015     1655

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილ წვლილსა და NATO-ს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენ თბილისში ვხსნით NATO-ს კვირეულს, უკვე ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც სწორედ ასე მრავალფეროვნად, მრავალი დროშის თანდასწრებით, როგორც ზეიმი, ისე იხსნება.

ეს არის ზეიმი იმიტომ, რომ აქ ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ, გაერთიანებული იმ საერთო ღირებულებით, იმ ერთიანი სწრაფვით, იმ საერთო მიზნებით, რომელთაც საქართველო მიჰყავს უფრო დაცული, ძლიერი და სტაბილური ქვეყნისკენ. ჩვენ ყველამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რა შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს ქართული შეიარაღებული ძალები, საქართველოს თავდაცვის სისტემა თავის რეფორმებში და რამდენად დაფასებული არის ის ღვაწლი, რომელიც თითოეული აქ მდგომი ჯარისკაცის და მათი თანამებრძოლების შრომის, სისხლისა და ოფლის ფასად არის მოცემული საქართველოსთვის. მე ვყოფილვარ თქვენთან ერთად და მინახავს, რა პირობებში მუშაობთ თქვენ და რამდენად დიდი არის დაფასება თითოეული ქართველი ჯარისკაცის იმ მისიებში, სადაც გამორჩეულია ქართული სამხედრო კონტინგენტი თავისი ორგანიზებულობით, აზროვნების უნარით და დისციპლინით. კიდევ ერთხელ მსურს პატივი მივაგო თქვენი თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებიც იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, და რომლებმაც საქართველოს დროშა ასე მაღლა ასწიეს საერთაშორისო არენაზე. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო არენა იყო უელსის სამიტი, საიდანაც საქართველო დაბრუნდა გამარჯვებული თავისი შედეგებით, რომელთა ერთ-ერთი დემონსტრირება იყო ორი თვის წინ გახსნილი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯის განხორციელებაში; მსურს მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიერ დასახული მიზანი ეფექტურად განხორციელდეს; მადლობას ვუხდი NATO-ს საინფორმაციო ცენტრს და ვულოცავ 10 წლის იუბილეს, და იმედს გამოთქვამ, რომ მათი მუშაობა მომავალშიც იქნება ძალიან ეფექტური. ამ მუშაობის ეფექტურობა და ამ ღირებულების ირგვლივ კონსოლიდაცია დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება განაგრძობს თავის ძალიან მწყობრ ნაბიჯს, დემოკრატიის და ევროპული ღირებულების, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში NATO-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს.

NATO-ს კვირეული საქართველოში წელს მერვედ ტარდება. ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42