ვებგვერდის wikileaks.center-ის მტკიცებით მან მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა მოიპოვა.
ეს ვებგვერდი 4 თვის წინ არის რეგისტრირებული. საიტის ანოტაციაში მითითებულია, რომ ის არის უკრაინული ვიკილიქსი. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი რუსთავი 2-მა გაარკვია, რომ ვებგვერდის ტექნიკურ მომსახურებას რუსული კომპანია reg.ru ახორციელებს და ამავე კომპანიის სერვერებზე ინახება ინფორმაცია, რომელსაც ვებგვერდი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქვეყნებს.
Reg.ru-ს ოფისი მოსკოვში ვასილი პეტუშკოვის ქუჩაზე მდებარეობს და ის რუსეთში ჰოსტინგისა და დომეინების მომსახურების ერთერთ მსხვილ კომპანიად ითველება. რუსთავი 2 reg.ru-ს სათაო ოფისს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ვებ ვერდის wikileaks.center-ის მომსახურებას ისინი ახორციელებენ, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე უარი გვითხრეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სწორედ ვებგვერდ wikileaks.center-ზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.
ამავე თემაზე დღეს დაკითხვაზე ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაიბარეს.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






