ენმ-ის საერთაშორისო მდივანი დაკითხვაზე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. გიგა ბოკერიამ სუს-ის შენობაში შესვლამდე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებებით ივანიშვილი იმ ძალების განეიტრალებას გეგმავს, რომლებიც მას ერთი წლის შემდეგ არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნებაში შეუშლიან ხელს:
"აგონია და ბოდვა გრძელდება. ეს ქმედებაც არის ამ ბოდვის გაგრძელება. ეს ყველაფერი იქნებოდა მხოლოდ იუმორის საკითხი, ეს გამოძიება რომ არა. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, რომლიდანაც გამოსავალს ბიძინა ივანიშვილი ხედავს ასეთ მოქმედებებში. ეს მდგომარეობაა პრობლემა. ივანიშვილს და მის თოჯინებს აქვთ ილუზია, რომ ამ ტიპის ქმედებებით, ვგულისხმობ რუსთავი 2-ის წინაააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს, მივარდნებს ოფისებში, ღია მოწოდებებს ძალადობისკენ, შეძლებენ განეიტრალებას იმ ძალების, რომლებიც მას ხელს შეუშლიან ერთი წლის შემდეგ არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნებაში. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს. თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე", - თქვა ბოკერიამ.
ფოტო ტაბულა
მასალის გამოყენების პირობები






