"რუსთავი 2"–ის საქმე, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ მორიგი დაპირისპირება. ამას დაემატა რუსეთში შექმნილი „უკრაინული "wikileaks"- ის ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს .
იმის მიუხედავად, რომ ვებ-გვერდზე არ არსებობს აღნიშნული შეხვედრის და საუბრის უტყუარი მტკიცებულება. მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა საკმარისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაექწო.
( 315 -ე მუხლის 1 ნაწილი - შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიას განცხადებას ფეხი უმალვე აუდგა შს სამისნიტრომაც. უწყებამ "რუსთავი2"-ის მიმდებარე ტერიტორია კონტროლქვეშ აიყვანა. 24 საათიანი მონიტორინგი კი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ზომების მიღებით აიხსნა.
აღსანიშნავია, რომ 315-ე მუხლით საქმის აღძვრის შესახებ ხელისუფლება ზუსტად ერთი წლის წინაც საუბრობდა.
უფრო კონკრეტულად, 2014 წლის 10 სექტემბერს გაზეთ ალიასთვისმიცემულ ინტერვიუში მაშინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქაოსის შექმნას“ აპირებენ, მათ შორის აგრესიული მეთოდებით.
ე.წ. საბურავების საქმეზე. ამ მომენტამდე არ არის ცნობილი როგორც გამოძიების მიმდინარეობის ისე იმის შესახებაც, თუ ვინ გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას.
ხელისუფლების ხმაურიანი განცხადებები კი საეჭვოდ ემთხვევა მმართველი კოალიციის რეიტინგის მკაფიო დაცემას, არაერთი დაპირების მიუხედავად, დღის სინათლე ნახა იმ შემზარავმა კადრებმა, სადაც ადამიანების მიმართ განხორციელებული წამება და სექსუალური ძალადობაა ასახული.
რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია.
ენმ „უკრაინული "wikileaks"- ის ინფორმაციას ხელისუფლების ჭორაობას უწოდებს.
„ვიღაცამ გადაწვიტა ერთიანად გადაჭრას პრობლემა და დაწყებული პრეზიდენტ მარგველაშვილით დამთავრებული ვიღაც მისტიური "გაგუშათი", შეთქმულების თეორია შექმნა“- აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
მარგველაშვილსა და სააკაშვილს შორის კავშირზე მიანიშნებენ მმართველ კოალიციაში. ორიოდე დღის წინ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი გუნდის წევრებმა დაძაბულობის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.
ემსახურება თუ არა დაძაბულობის ესკალაციას დღეს უკვე შს სამინისტროს მხრიდან ე.წ. „უკრაინული "wikileaks"- ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც უწყებამ 315-ე მუხლით აღძრა საქმე და რას ფიქრობენ მმართველი გუნდის წევრები აღნიშნული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ მასალაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთშია დარეგისტრირებული - ამ საკითხზე "ნიუპოსტთან" ვრცელი კომენტარი გააკეთა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
- უკრაინული "wikileaks"- ის სტატიაში, სააკაშვილის, ბოკერიას, თამრიკოს (სავარაუდოდ ჩერგოლეიშვილის) და გვარამიას გარდა , პრეზიდენტი მარგველაშვილის სახელმაც გაიჟღერა...
- რუსთვი ორის საქმე, არის ხელოვნურად პოლიტიზირებული. კონკრეტული პოლიტიკური ძალები, ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ ცდილობენ ამ საკითხის გამოყენებას ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამოყენებისთვის. ენმ - სთვის რუსთავი 2 არის პოლიტიკური სხეულის ნაწილი. და მედიას არის ამოფარებული, თითქოს თავისუფალ სიტყვას იცავს, მაშინ როცა ამ არხის გენ. დირექტორმა 2007 წელს ჟურნალსიტების დარბევა გაამართლა...
- ჩემი კითხვა მარგველაშვილს და რუსეთში 4 თვის წინ დარეგისტრირებულ უკრაინული "wikileaks"- ის ინფორმაციის სანდოობას შეეხებოდა, სავარაუდოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო გამოძიება...
- "wikileaks"- ის ინფორმაციაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპებს, თუმცა ვიტყვი, რომ "ნაციონალების" სტილი დაცულია. მუხროვანის ამბოხი, მოდელირებული "ქრონიკა", ლაფანყურის სპეცოპერაცია და კიდევ ბევრი რამ, ასე რომ, ჩემთვის ეს სტილი უცხო არ არის. თუ თქვენი კითხვა მდგომარეობს რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების დაწყება გეტყვით რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.
- მეჩვენება რომ მარგველაშვილზე შეგნებულად არ აკეთებთ განცხადებას? ის ერთ - ერთი პირველი იყო, ვინც ქვეყანაში დაპირისპირების საფრთხეზე საუბარობს და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრას ითხოვს... იზორიას განცხადების შემდეგაც თვლით, რომ მარგველაშვილის განცხადება დესტაბილიზაციის შემოტანას ისახავდა მიზნად?
- მივალ მარგველაშვილამდეც, იმ პირობებში რაც ზემოთ ვახსენე, პრეზიდენტის მიმართვა, სიტუაციის ისე აღწერა თითქოს ქვეყანა ჩამოინგრა, თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასვლის საფრთხე არსებობს. რა სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი ? - 400 ადამიანი იყო რუსთავი 2 - ის შენობაში შეკრებილი. პრეზიდენტის განცხადება იყო სიტუაციის ესკალაციისკენ მიმართული იყო. ის პოლიტიკურ ტემპერატურას წევს. ამ სიტუაციაში კი რადიკალიზმის გავრცობა მიუღებელია. შეეძლო დაკავშირებოდა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობას. ის კი გამოვიდა გააკეთა განცხადება და პირდაპირ დაიწყო კონსულტაცია ოპოზიციასთან, მედიასთან...
- კონსულტაციები, თუნდაც მედიასთან ციუდია? შეგახსენებთ, რომ მაგრველაშვილმა ღარიბაშვილს და უსუფაშვილსაც მოუწოდა შეხვდეს...
- მე არ ვამბობ რომ კონსულტაციები ცუდია. დიალოგი დიალოგისთვის არ უნდა ჩატარდეს. მით უფრო რომ ამ დიალოგს პოლიტიოკური მიზნები აქვს. ნაც. მოძრობას რა პოლიტიკური მიზანი აქვს ყველამ ვიცით, ის სიტუაციის ესკალაციისთვის იყენებს „რუსთავი 2“-ს.
- რა მიზანი აქვს მარგველაშვილს?
- მარგველაშვილამდე გეტყვით რა მიზანი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას, მას სურს ყველაფერი დააბრალოს ხელისუფლებას, უნდა წინასაარჩევდოდ დაასუსტოს მმართველი ძალა. არასამთავრობო სექტორი ასევე პოლიტიზირებულია. შეხვედრაზე დავინახე ადამიანები, რომელებიც ნაც. მოძრაობის ჩვეულებრივი სატელიტები არიან. ამ ფონზე კი როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი მათ ხელს უწყობს, ის ხდება მხარე.
- უკრაინული "wikileaks"- ისში პრეზიდენტის სახელის გაჟღერების შემდეგ ექსპერტები და პოლიტიკოსები საუბრობენ რომ "ხელისუფლებას უნდა პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს?"
- სანამ გამოძიება არ დასრულდება კონკრეტულ პიროვნებებზე დანაშაულზე საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ძალიან აქტიურობს და საქმეს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, ის საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს. ის პირები, ვინც ამას ხელისუფლებას უკავშირებს უკვე ნიშნავს იმას რომ მათ შიშები დაეწყოთ.
სესიაშვილთან საუბრის შემდეგ ჩვენ დეპუტატ ელისო ჩაფიძესაც დავუკავშირდით, რომელმაც მარგველაშვილი "რადიკალური განცხადებების" გაკეთბის გამო გააკრიტიკა და სამოქალაქო დაძაბულობის ხსენებისგან თავის შეკავება ურჩია, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საკითზე საუბარი მოუცლელობით ახსნა ლევან ბერძენიშვილმა. გიორგი ვოლსკმა კი ტელეფონი საერთოდ გამორთო.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






