ღარიბაშვილმა მარტვილელ ამომრჩეველს დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა
პოლიტიკა - 16:31, 24 Oct, 2015     1250

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარტვილს ესტუმრა და მარტვილელ ამომრჩეველს შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა. მისი თქმით, სოსო დანელიას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ მარტვილის პრობლემები და ხალხის სატკივარი პარლამენტამდე მიიტანოს და გამონახოს მათი გადაჭრის გზები.

ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რუსეთთან დაწყებული დიალოგი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჩინეთთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, უმძიმესი სენით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა დასახმარებლად შექმნილი “სოლიდარობის ფონდი”, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი 14 533 დევნილი ოჯახი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთა დასაფინანსებლად ამოქმედებული “განათლების საერთაშორისო ცენტრი,” ენერგეტიკის სფეროში მიღწეული შედეგები, პენიტენციალური სისტემის რეფორმა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები- “აწარმოე საქართველოში”, “ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველოსთვის”...- მხარდამჭერებთან შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მთავარ საზრუნავად მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას და შრომისა და დასაქმების პირობების შექმნას მიიჩნევს, მთავარ მიზნად კი- სამუშაო ადგილების გაჩენას და განათლების დონის ზრდას.

"ძლიერი ეკონომიკა, ღირსეული განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა- საქართველო უნდა იქცეს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, ვაჭრობის, მოლაპარაკებების, საერთაშორისო შეთანხმებების ადგილად. ამ მიზანს ემსახურებოდა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა. დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას,”-აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.

მარტვილელ ამომრჩეველთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42