,,თუ არ ვცდები სააგენტო, რომელმაც ეს დადო არის შსს-სთან აფილირებული“ - ბოკერია 119-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე
პოლიტიკა - 15:15, 24 Oct, 2015     3317
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით გამოძიების დაწყებას, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის მიერ ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულების მუხლით გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი ე.წ "უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა გახდა, სადაც სტამბოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას შეხვედრა და საუბარია აღწერილი.

„ეს ყველაფერი არის ივანიშვილის პასუხი იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მან ქვეყანა შეიყვანა. პრეზიდენტ სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები, ახლა კი არა, რეგულარულად. ასე რომ აქ რა არის აღსანიშნავი, ვერც კი ვხვდები, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, თუ არ ვცდები ეს სააგენტო, რომელმაც ეს დადო არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფელირებული. მე დღეს ღამე მივემგზავრები ლონდონში, სასამართლოს უნდა მივცე ჩვენება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვიძახი, რომ ამასაც არ მოყვეს შემდეგ დამატებითი ბოდვა.

ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42