
,,ნიუპოსტის“ დაინტერესდა, რას წარმოადგენს „უკრაინული "wikileaks". ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ვებგვერდი რამდენიმე თვის წინ რუსეთშია შექმნილი და მასში გამოქვეყნებულ მასალებს არცთუ ისე სერიოზულად უყურებენ უკრაინის ხელისუფლებაშიც, უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ ვებგვერდზე შემდეგი შინაარსის მასალა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც უკრიანის პრემიერ-მინისტრმა იაცენუკმა ,,ფრანსპრესთან“ ინტერვიუში იულია ტიმოშენკოს დააბრალა, თითქოს ტიმოშენკო მას სთავზობდა ინტიმურ ურთიერთობას, რაზეც იაცენუკმა უარი უთხრა. სკანდალური მასალა ,,ფრანსპრესმა“ გააპროტესტა, რის გამოც „უკრაინული "wikileaks" იძულებული გახდა მასალა საერთოდ აეღო ვებ-გვერდიდან.
,,ეს არის შექმნილი რუსული ინტერნეტსივრციდან. მას არავინ ყურადღებას არ აქცევს, უკრაინაში ქუჩაში რომ გააჩერო ნებისმიერი მოქალაქე გეტყვით, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისტული საშუალება, რომელიც ძალიან გავს მეორე მსოფლიო ომის დროს გებელსის პროპაგანდას“ - ამბობს ,,ნიუპოსტთან“ უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
,,ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური უწყებები ამას იყენებენ, როგორც ოფიციალურ წყაროს. ეს მეტყველებს ჩვენი ძალოვანი სტურქტურების კომპეტენციაზე, როცა მსგავს რამეზე დაყრდნობით საუბრობენ, ბარემ აიღონ რუსული პრესა და ის გამოიყენენონ. სწორედ ამ საიტმა ორი დღის წინ დაწერა, რომ თითქოს ფრანსპრესთან ინტერვიუში იაცენუკმა დააბრალა ტიმოშენკოს, რომ ის სთავაზობდა ინტიმურ ურთიერთობას. ამის გამო ფრანს პრესი იძულებული გახდა ოფიციალურად გაეპროტესტებინა და ამის შემდეგ გააქრეს საიტიდან, აი ამ მარაზმთან გვაქვს საქმე და ამას იყენებენ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები“ - აცხადებს შაშკინი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით დაწყებულია გამოძიება 315 -ე მუხლის 1 ნაწილით შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად- აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ და სამძებრო მოქმედებები“- განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






